იესო თეთრკანიანი არ ყოფილა — რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ფოტო: Hans Zatzka / Public Domain / The Conversation
დასავლურ ქვეყნებში ქრისტიანთა სახლების კედლებზე ჩამოკიდებული იესო ქრისტეს გამოსახულებები — იქნება ეს იკონოგრაფიული თუ ფერწერული ნამუშევრები — მეტწილად ერთნაირია. მათგან მაცხოვარი კეთილგანწყობილად და ალერსიანად იყურება. ამას გარდა, ნახატებზე ქრისტეს ღია ფერის თმა, ლურჯი თვალები და ძალზედ თეთრი კანი აქვს ხოლმე.
პრობლემა ისაა, რომ, რეალურად, იესო თეთრკანიანი არ ყოფილა. სხვაგვარად ფიქრი ალბათ ყველას მიეტევება, ვისაც დასავლურ ეკლესიაში ან ხელოვნების გალერეაში ერთხელ მაინც შეუდგამს ფეხი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში მესიის არანაირი ფიზიკური აღწერილობა არ გვხვდება, ეჭვგარეშეა, რომ კაცი, რომელსაც რომის იმპერიაში ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში სიკვდილი მიუსაჯეს, მუქკანიანი ახლოაღმოსავლელი ებრაელი იყო. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს საკამათო საკითხი სულაც არაა, თუმცა მილიონობით ქრისტიანს ეს დეტალი მივიწყებული აქვს.
წუთით წარმოიდგინეთ ჯეიმს კევიზელი, რომელმაც იესოს როლი მელ გიბსონის ფილმში, ქრისტეს ვნებანი, შეასრულა. იგი ირლანდიელი წარმომავლობის ამერიკელი მსახიობია. ან თუნდაც გადავავლოთ თვალი იმ ცნობილ ფერწერულ ტილოებს, სადაც ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული — იქნება ეს რუბენსის, გრუნევალდის თუ ჯოტო დი ბონდონეს ნახატები. ისევ შევამჩნევთ იმ ევროპულ მიკერძოებას, რომლის გავლენითაც იესო თეთრკანიანადაა გამოსახული.
ჯეიმს კევიზელი მელ გიბსონის 2004 წლის ფილმში, ქრისტეს ვნებანი.
ფოტო: Icon Productions
აქვს კი რამე მნიშვნელობა ამას? დიახ, ნამდვილად აქვს. თანამედროვე საზოგადოებაში მისაბაძ ფიგურათა მრავალფეროვნების წარმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც კენიელმა მსახიობმა, ლუპიტა ნიონგომ 2013 წელს ოსკარი მიიღო ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში, მონობის 12 წელი, იგი უმალ იქცა საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად. ამ პერიოდიდან მოყოლებული ნიონგოს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ წარსულში არასრულფასოვნობის განცდა ტანჯავდა, რადგან ლამაზად მიჩნეულ ყველა ქალს ღია ფერის კანი ჰქონდა. მან მხოლოდ სუდანელი მოდელის, ალეკ ვეკის წარმატების შემდეგ გააცნობიერა, რომ შავკანიანიც შეიძლება იყოს ლამაზი.
თუკი ჩვენ ვაღიარებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მედიასივრცეში ეთნიკურად და ფიზიკურად განსხვავებული წარმატებული ადამიანების წარმოჩენა და დაფასება, რატომ არ ვაკეთებთ იმავეს რწმენის სფეროში? რატომ ვაგრძელებთ იესოს გათეთრკანიანებული გამოსახულების პოპულარიზაციას?
პეტერ პაულ რუბენსის იესო ქრისტე, 1610-1611 წლები.
ფოტო: Wikimedia Commons
თუმცა არსებობს ბევრი ეკლესია თუ კულტურა, რომელშიც ქრისტე მუქკანიანად ან შავკანიანადაა გამოსახული. მაგალითად, თუკი აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ეწვევით ტაძარს, დიდი ალბათობით, შავკანიანი იესოს გამოსახულებასაც წააწყდებით.
აი, დასავლურ ეკლესიებში კი იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ფერწერას, რაც ძალიან დასანანია, რადგან ამის გამო მრევლს ერთმევა შესაძლებლობა, ქრისტესადმი სიყვარული განსხვავებული შესახედაობის მქონესადმი თანაგრძნობას დაუკავშიროს.
თუ უფრო განვავრცობთ თემას, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სტერეოტიპიზაცია ისეთ კოგნიტურ გათიშვას წარმოშობს, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ქრისტეს მიმდევარიც იყოს და, ამავდროულად, არანაირი ემპათია არ გააჩნდეს ახლოაღმოსავლელთა მიმართ. ამ გარემოებას ასევე გავლენა აქვს იმ თეოლოგიური მტკიცების გააზრებაზეც, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი: თუ ღმერთი ყოველთვის თეთრკანიანად გამოისახება, მაშინ ადამიანის ბაზისური სახებაც ავტომატურად თეთრკანიანი ხდება, რაც რასისტულ დამოკიდებულებებს ამყარებს.
ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ქრისტეს "გათეთრებამ" ხელი შეუწყო ქრისტიანებში ანტისემიტური დამოკიდებულებების გაღრმავებას, რაც დღემდე უდევს საფუძვლად არათეთრკანიანი მოსახლეობის "უცხოებად" აღქმისა და გარიყვის რასისტულ ფენომენს.
საინტერესოა იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა დასავლური ეკლესია და საზოგადოება, თუკი გვემახსოვრებოდა, რომ იესო მუქკანიანი იყო. რა მოხდებოდა, თუკი თვალს გავუსწორებდით რეალობას, რომ სხეული, რომელიც აწამეს, ჯვარზე აცვეს და სახალხოდ დასაჯეს სიკვდილით, რეალურად მუქი ფერის იყო?
ანთროპოლოგმა, რიჩარდ ნივმა, ისრაელის ისტორიულ ტერიტორიაზე ნაპოვნი თავის ქალის დახმარებით პირველი საუკუნის გალილეელი ადამიანის მოდელი შექმნა.
ფოტო: Richard Neave / BBC
მართებული იქნება, თუკი ვიტყვით, რომ იესოს უსამართლო დატყვევების, წამებისა და მოკვლის ისტორია უფრო ახლოს დგას იმ ხალხის ცხოვრებასთან, ვინც სისტემური ჩაგვრის მსხვერპლია, ვიდრე იმ ძალაუფლების მქონეთა გამოცდილებასთან, ვინც ყველაზე ხშირად საუბრობს ქრისტეს სახელით.
ამ ყველაფრის შემდეგ, შეუძლებელია, არ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიცვლებოდა, უფრო მეტი ყურადღებით რომ მოვკიდებოდით ისტორიული ლოგიკით გამართლებულ მოცემულობას — ქრისტიანთათვის განსხეულებულ ღმერთად და მთელი მსოფლიოს მხსნელად მიჩნეული უფლის ძე არა თეთრკანიანი, არამედ ახლოაღმოსავლელი ებრაელი იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები