ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს ნენსკრა ჰიდროსა და კორეული K-water-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე.
ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.
"შენობა, რომელშიც დღეს ამბულატორია მოქმედებს, 7 წლის წინ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. სოფელმა ის შეიძინა და ამბულატორიად გადააკეთა, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო მხოლოდ პირველი სართულის გაკეთება მოხერხდა, მეორე კი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. არავის ჰქონდა საშუალება, გაერემონტებინა. რეაბილიტაციის შედეგად ეს სართული მთლიანად გარემონტდა. მოეწყო მაღალი დონის პალატები თავისი სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები და ცალკე გასასინჯი ოთახები, რაც მუშაობას გვიადვილებს და ბევრად ეფექტიანად ვმართავთ პაციენტების ნაკადს", — აღნიშნავს თეა ცინდელიანი.
ახალი გლობალური გამოწვევის ფონზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამბულატორიის ექიმები პაციენტებს, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმში ემსახურებიან და ადგილზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობენ. საჭირო გახდა მედპერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. თეა ცინდელიანის თქმით, ამბულატორიაში ნეკერი ჰიდროს დახმარებით რეგულარულად ტარდება დეზინფექცია.
"ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო, პაციენტებს ძირითადად დისტანციურად ვემსახურებით, ვუწევთ სატელეფონო კონსულტაციას და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ვმკურნალობთ ადგილზე. ჩვენთან, ამბულატორიაში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც ნენსკრა ჰიდროს დახმარებით მოხერხდა. უნდა აღვნიშნო, რომ გვჭირდება სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ უპირველესი დამცავი საშუალებაა. გვაქვს თხოვნა, თუ ამის რესურსი იქნება, ამბულატორიას სადეზინფექციო საშუალებებიც გადმოგვცენ", — ამბობს ოჯახის ექიმი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მარიამ კოპელაშვილი კი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჭუბერის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნავს, რომ ცენტრის შესაბამისი აღჭურვა როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.
"გარდა იმისა, რომ პაციენტები ბევრად გაუმჯობესებულ სამედიცინო სერვისებს იღებენ და თანამედროვე პალატებში მკურნალობენ, რეაბილიტაციამ, რა თქმა უნდა, ექიმებსაც გაგვიადვილა საქმე. ბევრად გამარტივდა და კომფორტული გახდა პაციენტთან მუშაობის პროცესი", — აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.
მისივე თქმით, ამჟამად ჭუბერში კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებული გამოძახებები ფაქტობრივად, არ ფიქსირდება, მიმართვიანობა უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიისა და საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრავმების შემთხვევებს უკავშირდება.
"ამჟამად ჭუბერის ამბულატორიის ბალანსზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ ირიცხება, არადა, ხეობის ზოგიერთ სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილია პაციენტთან ოპერატიულად მისასვლელად. ამ შემთხვევაში ექიმებს ხშირად ნენსკრა ჰიდრო ეხმარება თავისი რეანიმობილით", — დასძენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.
ჭუბერის ამბულატორია ნენსკრა ჰიდროს დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით ახორციელებს.
2015 წლიდან დღემდე ნენკსრა ჰიდროს ჭუბერსა და ნაკრაში 2 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. კომპანია მექანიზაციის პროექტის ფარგლებში 200–მდე ოჯახს მძიმე ტექნიკით უსასყიდლოდ მოემსახურა, ასევე საკარმიდამო მიწების მოსწორებასა და სოფლის შიდა გზების მოწყობაში დაეხმარა. გარდა ამისა, ნენსკრა ჰიდროს დაფინანსებით განხორციელდა მდინარე ნაკრას კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ კი დასრულდა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.
სს ნენსკრა ჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1 200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები