ჰილარი კლინტონი: დამარცხების შემდეგ იყო მომენტები, როცა სახლიდან გასვლა არ მინდოდა
ფოტო: Reuters / Bryan Snyder
ბავშვთა დაცვის ფონდის დაჯილდოებაზე, ჰილარი კლინტონი სიტყვით წარსდგა. ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება აღიარა.
კლინტონი ღონისძიებაზე გამოცხადდა, რადგან ორგანიზაციამ ის წლების განმავლობაში თავდადებული მხარდაჭერის გამო დააჯილდოვა.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, დამარცხების შემდეგ მისთვის საჯაროდ გამოსვლა არც ისე მარტივი იყო:
"ვაღიარებ, რომ აქ მოსვლა, არ იყო ჩემთვის ყველაზე ადვილი რამ. გასულ კვირას იყო მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა მინდოდა სახლიდან არ გამოვსულიყავი და მთელი დრო მხოლოდ კარგი წიგნებისთვის და ჩემს ძაღლებისთვის დამეთმო".
კლინტონმა დასძინა, რომ, საკუთარი თავის გამოცოცხლებაში სწორედ ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ გაწეული სამუშაო დაეხმარა. მან ასევე თქვა, რომ ვერასდროს გამოხატავს, რამდენად გაუცრუა იმედი არჩევნების შედეგებმა, მაგრამ მისი კამპანია მხოლოდ ერთი ადამიანისკენ ან ერთი არჩევნებისკენ არ იყო მიმართული.
ჰილარი კლინტონმა ასევე თქვა, რომ უამრავი ამერიკელი შეშინებულია არჩევნების შედეგებით, მან გაიხსენა პატარა გოგოსთან შეხვედრა, რომელსაც ეშინია, რომ მის მშობლებს ამერიკიდან გააძევებენ და დასძინა, რომ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ გასაწევი.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პოზიტიურ მხარეზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან ბავშვთა ზრუნვასა და ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაზე გასატარებელ რეფორმებში ორივე გუნდს კონსენსუსი ჰქონდა.
კლინტონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მათი ღირებულებებისთვის ბრძოლა განაგრძონ და არასდროს დანებდნენ:
"ვიცი რომ ეს მარტივი არაა, ვიცი, რომ გასულ კვირას ბევრი თქვენგანი საკუთარ თავს ეკითხებოდა, იყო თუ არა ამერიკა ის ქვეყანა, რომელიც ეგონათ... თუმცა გთხოვთ დამიჯეროთ, არასდროს დანებდეთ, ამერიკა ამას იმსახურებს, ჩვენი შვილები ამას იმსახურებენ".
კლინტონმა მის აწ გარდაცვლილ დედაზეც ისაუბრა, გაიხსენა მისი მძიმე ცხოვრება და როგორ მიატოვეს ის მშობლებმა, როცა მხოლოდ 8 წლის იყო. მასზე საუბრისას კლინტონი შესამჩნევად ემოციური გახდა:
"მე ვოცნებობ მასთან მისვლაზე, დავჯდებოდი მის გვერდით ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, შემომხედე და მომისმინე, შენ გადარჩები, შენ შენი ოჯახი გყავს. 3 შვილი. და შენთვის ალბათ ძალიან რთული წარმოსადგენია, მაგრამ შენი შვილი გაიზრდება და გახდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, წარადგენს ამერიკას სხვა ქვეყნებში როგორც სახელმწიფო მდივანი და მიიღებს 62 მილიონზე მეტი მოქალაქის ხმას ამერიკის პრეზიდენტობისთვის".
კლინტონმა დასძინა, რომ შეუძლებელია წარსულის შეცვლა, თუმცა მათ შეუძლიათ ახლა იბრძოლონ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის და იმისთვის, რომ, მსოფლიოს ყველაზე დიდებული ქვეყანა, ამერიკა, გახდეს უკეთესი, უფრო ძლიერი და უფრო სამართლიანი ადგილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები