7 არაბანალური გზა, რითიც შეგიძლია კარანტინში თავი გაირთო
ფოტო: Kadriye İş / Dribbble
კარანტინი გახანგრძლივდა და ალბათ ყველა დავფიქრდით: რა შეიძლება აკეთო ადამიანმა კიდევ ერთი თვე სახლში (ზოგიერთმა საერთოდაც – მარტო). წაუკითხავ წიგნებთან მეთვრამეტედ მიბრუნება და ყველა საყვარელი სერიალის ახლიდან ნახვაც განა რამდენჯერ შეიძლება. ჰოდა, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ შედარებით არაბანალური გზები გამოვნახეთ, რითიც შეგიძლიათ შემდეგი კვირების მანძილზე დრო მხიარულად გაიყვანოთ:
1. ჩათში მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტოების დათვალიერება
ფოტო: Mica Andreea/Dribbble
თუ ჩაუყვებით საუკეთესო მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტოების არქივს, საკუთარი მობილურიდან უკვე წაშლილ მარგალიტებსაც აღმოაჩენთ. ასე აუცილებლად გაერთობით და დროც თვალსა და ხელს შუა გავა. თან შეგიძლია ნაპოვნი მარგალიტები იმავე მეგობარს გაახსენო და ახალი სასაუბრო თემაც გექნებათ.
2. Color Oracle და ენიაგრამის ტესტი
ე.წ. პიროვნების ტესტებზე ყველას გვსმენია, თუმცა, არავინ იცის რამდენად სწორი დასკვნები გამოაქვთ ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებზე. სამაგიეროდ, მათი შევსება ყველას გვართობს და პასუხებში საკუთარი თავის ამოცნობასაც თავისი ხიბლი აქვს. ყველაზე ცნობილი ასეთი ტესტია "16 პიროვნების ტესტი", რომელიც ალბათ უკვე მობეზრებული გაქვთ და აღარ შემოგთავაზებთ. თუმცა თუ ასეთი ტესტები გიზიდავს, ან მეტიც – თუ ერთ–ერთი მათგანი ხარ, ვისაც Instagram Bio–ში "ENFP" უწერია და ინგლისურენოვანი კითხვარის შევსებაც სირთულეს არ წარმოადგენს, შემდეგი ნაკლებ–პოპულარული ტესტებიც აუცილებლად მოგეწონება:
Color Oracle – ფერების ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევს 25–დან 12 ფერი დაალაგო იმის მიხედვით, თუ რომელი მოგწონს და რომელი – არა. ტესტის ბოლოს კი გაიგებ რა არის შენი ძირითადი ქცევითი თავისებურებები, ცხოვრების ფოკუსი, რას აღიქვამ გამოწვევად, როგორ შეგიძლია ამ გამოწვევების დაძლევა და სხვა.
ენიაგრამის ტესტი კი პიროვნების 9 ტიპს გამოყოფს. ტესტში შესვლისას გეძლევა საშუალება აირჩიო 2 მეთოდიდან ერთ–ერთი: პირველი 126 პიროვნულ კითხვას შეიცავს, მეორე კი 52 თვისებას გაძლევს შესაფასებლად. საბოლოოდ კი ორივეს ის დასკვნა გამოაქვს პიროვნების Type 1 ხარ, Type 2 თუ სხვა.
3. დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნების გახაზული მონაკვეთების გადათვალიერება
თუ იმ ადამიანებს შორის ხარ, რომლებიც ნებისმიერი ნაწარმოების კითხვისას საყვარელ პასაჟებს ფანქრით ან ჰაილაითერით ინიშნავენ ხოლმე – დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნების გადათვალიერება აუცილებლად დაგაბრუნებს "ძველ მესთან" და ძალიანაც გაერთობი. შესაძლოა ზოგიერთმა იმ დროისთვის შენმა საყვარელმა ფრაზამ ახლა დაგაბნიოს კიდეც და ვერც კი მიხვდე, რა მოგეწონა, მაინცდამაინც ეს მონაკვეთი რამ ჩაგანიშნინა და რა გინდოდა საერთოდ.
4. პრეკარანტინული მოგონებებისგან ვიდეო–კოლაჟების აწყობა
ფოტო: Anton Fritsler (kit8) / Dribbble
თუ ბოლო დღეების განმავლობაში ნოსტალგიები შენც მოგეძალა და გახსენდება, როგორ ერთობოდი ხოლმე მეგობრებთნ ერთად, დადიოდი საცეკვაოდ, ლანჩზე, ბარებში... თან არ იცი ეს რაში/როგორ გამოხატო და ცალკეული ვიდეოების თვალიერებაც მოგბეზრდა, შეგიძლია ამ ყველაფრის ამსახველი კადრებისგან მარტივი ვიდეო–კოლაჟები თავად ააწყო მობილურ ტელეფონშივე ისეთი მარტივი აპლიკაციების დახმარებით, როგორებიცაა: Vivavideo, TikTok, Funimate და ამ მოგონებების ცალ–ცალკე თვალიერების მაგივრად ყველას ერთად მოუყარო თავი. ბოლოს შეგიძლია ვიდეო–კოლაჟები მეგობრებსაც გაუგზავნო, გული აუჩუყო და სანამ უამრავი თვისუფალი დრო გაქვთ, ზედმიწევნით დაგეგმოთ, როგორ გაერთობით, როდესაც თავშეყრის ადგილები ისევ გაიხსნება.
5. Make me a cocktail
თუ საღამოობით შენც "რაიმე კოქტეილის" ხასიათზე ხარ ხოლმე, მაშინ ეს მიგნება შენთვისაა. Make me a cocktail ვებსაიტია, რომელიც კოქტეილის მომზადებში დაგეხმარება იმ პროდუქტებისგან, რომლებიც სახლში უკვე გაქვს. პირველ რიგში ირჩევ იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც სახლში მოგეპოვება, შემდეგ ხილს, წვენებს, გაზიან სასმელებს და ყველაფერს რაც შეიძლება კოქტეილის მომზადებისას გამოგადგეს. ბოლოს კი პროგრამა შენი შერჩეული პროდუქტების ბაზაზე მომზადებადი კოქტეილების სიას გიგდებს. შესაძლოა სულ სულ მცირე ოდენობის პროდუქტებისგანაც კი უამრავი სახის კოქტეილი შექმნა.
6. შეცვალე შენი გარდერობი
ფოტო: Kirbie Koonse / Dribbble
შესაძლოა შოპინგში დროებით შეზღუდულები ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გარდერობის გადახალისება არ შეგვიძლია. პირიქით, ძალიან კარგი გასართობიცაა და დროც შეუმჩნევლად გადის. შეგიძლია ახლავე გადმოიღო კარადიდან ყველა მოსაწყენი ან მობეზრებული ზედა და შარვალი, და მარტივად გადაახალისო: ზედები შეგიძლია უბრალოდ მაკრატლით გადაჭრა და croptop-ებად აქციო, ძველი ჯინსები – შორტებად, თეთრი მაისურები კი – მოხატო. მსგავსი რე–დიზაინის ყველაზე მარტივი ვარიანტების მოსაძებნად გირჩევდით, რომ how to fringe my shirt ან how to turn your leggings into a shirt დაგეგუგლათ.
7. და ბოლოს: სცადე რაიმე "თავშესაქცევი"
თუ ინსტაგრამ სთორიების მოყვარული ხარ, ჩვენი თავშესაქცევი ჰაილაითების სერია აააუცილებლად მოგეწონება. შეგიძლია "თვითიზოლაციის მეგობრობის დღიური" შეავსო და მეგობრებსაც გაუზიარო, ან Question Poll-ებისთვის მზა კითხვების ნაკრებები "მოგვპარო", ან "ქაფქეიქი" აირჩიო და გაიგო რა ახალი ჰობი უნდა სცადო ახლო მომავალში, ან სულაც საოცნებო მობილურის ჩასადები ააწყო გიფებისგან.
იმედია, ამ რჩევებით დროის სახალისოდ გაყვანაში ცოტათი მაინც მოგეხმარებით. მადლობა, რომ რჩებით სახლში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები