აშშ-ის საელჩო საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ტყუილში სდებს ბრალს
მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ამერიკის ელჩი მიხელ სააკაშვილისგან 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების აღიარებას ითხოვდა, ტყუილია. განცხადებას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
აშშ-ს საელჩოს განცხადების თანახმად, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე, რომელიც გაყალბებულად ჩაითვალა და რომელსაც ავრდების რევოლუცია მოჰყვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების მეორე დღეს, 3 ნოემბერს და ასევე, უკმაყოფილება გამოხატა 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად. საელჩოს მტკიცებულებად 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება მოჰყავს სადაც წერია:
"ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება ეუთოსა და აშშ-ის წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელყოფა."
საელჩო ასევე მიუთითებს 2003 წლის 13 ნოემბრის თარიღზე, როდესაც დუგლას დავიდსონმა, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობაში.“
მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდგომ აშშ-ს რეაქციაზე. სააკაშვილის თქმით, 2003 წელს ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაელსი მოუწოდებდა, რომ ეღიარებინათ პირველადი შედეგები, რომელშიც პირველ ადგილას ედუარდ შევარდნაძე იყო, მეორეზე კი ასლან აბაშიძე:
"ეხლა რომ იძახიან, რომ ამერიკელები და ისინი გვეუბნებიანო, რომ აღიარეთო, ჩვენ მაშინ არ გვეუბნებოდნენ?! რიჩარდ მაელსი, ამერიკის ელჩი მაშინდელი, რამდენიმე შეხვედრა მომიწყო ჯორბენაძესთან. დღემდე იმიტომ ვერ მიტანს და სულ ჩემს ლანძღვაშია ის კაცი, დიდი ხანია პენსიაზეა. და მეუბნებოდა პირდაპირ არ გვინდა ახლა არეულობა. ჩვენ ხო მესამე ადგილზე გადაგვიყვანეს, ისე გააყალბეს, რომ ჯერ დასვეს შევარდნაძე, მერე ასლანი და მერე ჩვენ. და მეუბნებოდა კარგი თქვენ გადმოგიყვანთ მეორე ადგილზე. მე ვეუბნებოდი, რას მელაპარაკები. რა მეორე ადგილზე, ჩვენ მოვიგეთ, პირველ ადგილზე ვართ, 30% ავიღეთ. მეორე ადგილზე მყოფმა აიღო მაქსიმუმ 21%. რა მეორე ადგილზე გადაგყავართ?! არა არ გვინდა ახლა არეულობა, საქართველო დაიშლება. უნდა აღიაროთ შედეგები პირველად უცხოელები მოგვიწოდებდნენ, რომ აღიარეთ შედეგებიო. მერე დავუჯერე, თუ რა?! ჩემი ქვეყანა იყო, რას ნიშნავს მეღიარებინა შედეგები?! მაშინ კიდე მეგობრები მყავდა თეთრ სახლში და დავურეკე და ვუთხარი, რას აკეთებს თქვენი ელჩი?! არ გრცხვენიათ?! რას ლაპარაკობთ, ამერიკა არ უნდა იყოს გაყალბების წინააღმდეგ, თუ რაზე ვლაპარაკობთ აქ და ნუ მიხვდნენ, რომ აღარ ვიხევთ უკან და მერე წამოჰყვა ეს ხალხი."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები