რატომ უნდა ვიზეიმოთ პატარ-პატარა გამარჯვებები
ყველა მიღწევას, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ის, წარმატებად თუ აღიარებ, მალე შეამჩნევ, როგორ მოახდენს ეს დადებით გავლენას შენს განწყობაზე.
ფოტო: Raúl Soria
პატარა მიღწევები ცხოვრებაში დიდ სტიმულს გვაძლევს. მათი წარმატებად აღიარების ერთ-ერთი სარგებელი ის არის, რომ მსგავსი მიდგომა სასოწარკვეთის, უიღბლობის და იმედგაცრუების დაძლევაში გვეხმარება.
განურჩევლად იმისა, გამარჯვება დიდია თუ მცირე, იგი მაინც წარმატებას აღნიშნავს. წარმატება კი ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და მას სავარძელში უდარდელად მოკალათებულნი იშვიათად თუ ვაღწევთ ხოლმე. ძალისხმევაში შეიძლება იგულისხმებოდეს ემოციურად მძიმე სატელეფონო ზარის განხორციელება, ფიზიკური დატვირთა ან თუნდაც ნებისმიერი ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც დიდად არ გვეხალისებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში გამარჯვებას მატერიალური პრიზიც მოჰყვება, თუმცა უფრო ხშირად ის მხოლოდ ემოციებს აღვიძებს ჩვენში — მაგალითად, მცირე სიამაყის შეგრძნებას, პირადი გამარჯვების სიხარულს ან თუნდაც უმნიშვნელო წარმატების მიღწევით გამოწვეულ სიამოვნებას; და ეს ყველაფერი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.
პატარა გამარჯვებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ზოგჯერ თვალთახედვის არეალის მიღმა გვრჩება მთელი ის სიკეეთები, რომლებიც მათ ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ. ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რომ თითოეული მიღწევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთიანი სურათის შექმნაში და მათ მხოლოდ მოგვიანებით, წარსულის გადახედვისას ვაფასებთ. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მინიმუმ ერთი ან ორი მცირე გამარჯვება მაინც მიგვიძღვება ხოლმე.
ფოტო: Hanna Söderholm
ძალიან მარტივია, რომ დიდმა პროექტებმა ზედმეტად აგაფორიაქოს — იქნება ეს დახვავებული ხარახურისგან ოთახის გაწმენდა, 5 ათას-სიტყვიანი მოხსენების დაწერა ან სულაც უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის მზადება. მაგრამ გახსოვდეს, გადამეტებული აფორიაქება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თვითშეფასებაზე მაშინ, როდესაც ყოველი მცირე გამარჯვების გაცნობიერება მის ამაღლებას მოემსახურება.
უამრავი გენიოსი — დაწყებული პლინიუს უფროსით და დასრულებული ნელსონ მანდელათი — მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის შესრულება ყოველთვის შეუძლებლად გვესახება მის უშუალო განხორციელებამდე. და როდესაც წარსულ გამოცდილებებს ვაკვირდებით, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ შეგვმატა მცირე მიღწევებმა თავდაჯერებულობა. ამგვარად, პატარა წარმატებები გვარწმუნებს, რომ თითოეული მათგანი არამხოლოდ თავისთავად არის ღირებული, არამედ მეტიც, ის უფრო დიდი წარმატებისკენაც გვიკვალავს გზას.
მცირე გამარჯვების დამატებითი ხიბლი ისაა, რომ ეს უკანასკნელი მაინც ახერხებს ხოლმე თავისებური შესამჩნევი ჯილდოებით ჩვენ განებივრებას. ამ საჩუქრის მოლოდინის პროცესში კი ჩვენი ტვინი გამოყოფოს დადებითი ემოციების გამომწვევ ჰორმონს, დოპამინს, რომელიც, თავის მხრივ, მოტივაციის წახალისებას უწყობს ხელს და კვლავ მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
პრაქტიკულად, დოპამინის გამომუშავება თითოეულ პატარა წარმატებას სასიამოვნოს ხდის, რაც მეტ თავდაჯერებას გვაძლევს და გვეხმარება, რომ კიდევ უფრო დიდი ამოცანები შევასრულოთ. ხშირად ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ, თუმცა ზოგჯერ — გააზრებულადაც. ამგვარად, უზარმაზარი სარგებლის მომტანია სამუშაო დღის ისეთ მცირე დავალებებთან გამკლავებით დაწყება, რომლებიც რთული ამოცანების გადასაჭრელად ნიადაგს მოამზადებს და უფრო შრომატევად საქმეებზე კონცენტრირებაში დაგვეხმარება.
ფოტო: istockphoto
ყოველდღიური პატარა დავალებებისთვის თავის გართმევა სამუშაო დღისთვის განსაკუთრებით ეფექტიანად მაშინ გვამზადებს, როცა სახლიდან ვმუშაობთ, ვინაიდან ასეთ დროს დამატებითი დისციპლინა გვჭირდება. შესაბამისად, კარგი იდეაა, დილაობით ისეთი ეგრეთ წოდებული ორწუთიანი ამოცანების შესრულება, როგორებიცაა გვერდით გადადებული ელექტრონული წერილებისთვის პასუხის გაცემა, გადასახადების ონლაინ გადახდა ან სწრაფი სატელეფონო ზარის განხორციელება. მსგავსი დავალებები, მართალია, შემოქმედებით აზროვნებას არ საჭიროებს, რადგან უფრო მეტად ყოფითი დეტალების მოგვარებას ემსახურება და დიდ გონებრივ ჩართულობასაც არ მოითხოვს, თუმცა ამ გზით ტვინს შედარებით რთული და კრეატიული ქმედებებისთვის მოვამზადებთ.
ანალოგიურად კარგი იდეაა სიების შედგენა, მათი ხშირი შემოწმება და შესრულებული საქმეების გადახაზვა. ეს, თავის მხრივ, პროგრესის შეგრძნებას დაგიტოვებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედლაინების დავიწყების საფრთხისგან დაგიცავს. საბოლოოდ კი თითოეული პატარა მიღწევა ისეთი გრძნობით დაგაჯილდოებს, თითქოს მთლიანი სამყარო შენი კონტროლის ქვეშ იყოს.
მცირე მიღწევებით მოპოვებული ჯილდოებისა და მოტივაციის კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ის გარკვეულ პროდუქტიულ ჩვევებს აყალიბებს; ამგვარად, ყველაზე არასასურველი ამოცანის შესრულებაც კი თავისთავად მცირე გამარჯვებად იქცევა. ეს კი ერთგვარი გასაღებია, რომლის წყალობითაც დავალებებს სიზარმაცის გამო აღარ გადადებ და მათ მყისიერად შეასრულებ. ასეთი გზით პატარა წარმატებები იმაზე ეფექტიანი გახდება, ვიდრე თავიდან ჩანდა.
თუნდაც დილით საბნის გასწორებასა და ბალიშის აფუებაზე მცირე დროის დახარჯვის ჩვევაც კი, შესაძლოა, დამღლელი დღის ბოლოს ყველაზე ტკბილ ჯილდოდ მოგეჩვენოს, როდესაც დღის დასაწყისში გაწეული მცირე გარჯის საპასუხოდ დღის ბოლოს კომფორტული ლოგინი დაგხვდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები