ახალი კომპანია AloModi მომსახურების სფეროში ლიდერობისკენ მიისწრაფვის
დამწყები ქართული კომპანია დიდი გეგმებით — ონლაინ პლატფორმაზე ახლად გამოჩენილმა საკურიერო კომპანია AloModi-მ ზუსტად ერთ თვეში შეძლო მომხმარებლისთვის თავის გაცნობა და დამახსოვრება.
AloModi-ის სამომავლო გეგმები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო ბრენდად ქცევაა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ამისთვის მათ ყველა საჭირო შესაძლებლობა და ძალა აქვთ. ინდუსტრიული მომსახურების სფეროში 5 სხვადასხვა ქვეყანაში: თურქეთში, უკრაინაში, ტანზანიაში, ეთიოპიასა და საქართველოში — სავაჭრო საქმიანობას ეწევიან. ამ სიას უახლოეს მომავალში აზერბაიჯანიც დაემატება.
პატარა ქართული კომპანია 3 წლის შემდეგ 10 ქვეყანაში გეგმავს ფუნქციონირებას.
როგორც დამფუძნებლები საუბრობენ, კომპანიის გახსნა 2020 წლის ივნისში იგეგმებოდა, თუმცა ვირუსისგან გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში იფიქრეს: "რატომაც არა?!" და სწორედ ახლა, მაშინ, როცა ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკურიერო სერვისი, დაიწყეს შეკვეთების მიღება.
რადგან დაგეგმილზე ადრე გაიხსნენ, შეკვეთები ჯერჯერობით Facebook-ის მესენჯერითა და ტელეფონით მოდის, თუმცა ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
რა შეგვიძლია შევუკვეთოთ AloModi-თ?
პირველ რიგში, ესაა მზა საკვები და ყველა სახის სასურსათო პროდუქცია მარკეტებიდან და სხვადასხვა საკვები ობიექტიდან.
პროდუქტი ინახება AloModi-ს საწყობში. თუმცა თუკი პროდუქტი საწყობში არ ინახება, დამკვეთისთვის მას სხვადასხვა ობიექტიდან იმარაგებენ. პროდუქცია ყოველდღიურ რეჟიმში მრავაფეროვნდება და საწყობიც ფართოვდება. შეკვეთის მიტანის დრო დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე.
და რაც ყველაზე მთავარია, შეკვეთას არ ემატება არანაირი დამატებითი მომსახურების საფასური. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ნაბიჯი არის კომპანიისგან სოციალური პასუხისმგებლობა ეპიდემიის პერიოდში, რადგან სულ უფრო ნაკლები ადამიანი გავიდეს ქუჩაში და თავი დაიცვას ვირუსის გავრცელებისგან.
ამ ეტაპზე AloModi-ს გამოძახება შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ახლო მომავალში იგეგმება ფილიალების გაფართოება. გაფართოვდება კურიერების გუნდიც, რომელშიც ამ ეტაპზე 27 კურიერია.
რაც შეეხება პროდუქციას, კომპანია ყველაზე სანდო და ხშირად მოთხოვნად ბრენდებს ირჩევს. ამისთვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტება მომხმარებელს და მუდმივად აახლებს საწყობში არსებულ პროდუქციას.
ფილიალები სულ რამდენიმე კვირის გახსნილია, თუმცა, კარანტინიდან გამომდინარე, მოთხოვნა დიდია და დღითი დღე იზრდება კიდეც.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ, როცა აპლიკაცია და ვებგვერდი ჩაეშვება, შეკვეთები კიდევ უფრო გაიზრდება.
შეკვეთების გაზრდასთან ერთად, კომპანიაც გაიზრდება — თუკი დღეს 3 ქალაქს 27 კურიერი ემსახურება, იმედოვნებენ, რომ 1 თვის თავზე მათი რიცხვი 300-ს მიაღწევს. დღევანდელობიდან გამომდინარე, ისინი მოქნილი გრაფიკით ვერ მუშაობენ, თუმცა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, AloModi მომხმარებელს 24/7-ზე მოემსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები