პაშა ბანკი და რე|ბანკი თანამშრომლებს სრულად შეინარჩუნებენ
2020 წლის დასაწყისში გლობალურად გავრცელებულმა პანდემიამ COVID-19 ნეგატიური გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. ბევრი კომპანია შექმნილი ვითარების გამო იძულებული გახდა, რადიკალური საკადრო პოლიტიკა გაეტარებინა.
პაშა ბანკმა და რე|ბანკმა, რომლებიც აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფის პაშა ჰოლდინგის წევრები არიან, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს მხოლოდ პანდემიით გამოწვეული მიზეზით არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს კომპანიას. ამის შესახებ პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ბატონმა არდა არკუნმა კომპანიის ყველა თანამშრომელს პირადად აცნობა ვიდეო ზარის საშუალებით. მან აქვე განმარტა, რომ პაშა ჰოლდინგს განვითარების გრძელვადიანი მიზნები აქვს საქართველოს ბაზარზე და პროფესიონალი კადრების დამატებასა და შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
ბატონმა არდა არკუნმა მადლობა გადაუხადა ყველა ფილიალის თანამშრომელს და ასევე მათ, ვინც დისტანციურად მუშაობს, რათა უწყვეტად შენარჩუნდეს საბანკო პროცესები და კლიენტების მომსახურება.
"შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სრულყოფილი საბანკო მომსახურება შევთავაზოთ პაშა ბანკის მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს, ასევე რე|ბანკის საცალო მომხმარებლებს. ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის ერთი-ერთი მთავარი ღირებულება და მიხარია, რომ მოცემულ კრიზისულ პირობებში ჩვენი გუნდი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული, პროფესიონალი თანამშრომლები და გამართული პროცესები ბანკისთვის", — თქვა არდა არკუნმა.
პაშა ბანკის და რე|ბანკის თანამშრომლებს ასევე მიმართა პაშა ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ჯალალ გასიმოვმა: "იმ მძიმე პერიოდში, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყნებშია, მე მოგმართავთ თხოვნით, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს სამსახურს, დავიცვათ მთავრობის რეკომენდაციები, სოციალური დისტანცია და დავრჩეთ სახლში, რათა ხელი შევუწყოთ მეტი სიცოცხლის შენარჩუნებას. გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური განვითარების იგივე ეტაპზე დაბრუნება კრიზისის შემდეგ შესაძლებელი იქნება, დაკარგული სიცოცხლეების დაბრუნება კი — შეუძლებელი. ჩვენ პაშა ჰოლდინგის ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთად ვეცდებით შევუნარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა ჩვენს თანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვოპერირებთ. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 2020 წელს პაშა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიებიდან არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს სამსახურს და უწყვეტად მიიღებს სრულ ანაზღაურებას."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები