უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი — მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ფოტო: Interpressnews
ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და უნდა გადამდგარიყო. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ეს იქცა პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად. პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად.
მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისგებლობა და გადავმდგარიყავი", — განაცხდა მან.
კითხვაზე, რატომ არ გადადგა, მერაბიშვილი პასუხობს:
"ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. მათ შორის სააკშვილი და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი".
სანდრო გირგვლიანის საქმე
2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაეს სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა.
გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
2018 წელს გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.
ამავე წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და გირგვლიანის საქმის ბრალდებულები შეიწყალა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები