ვინც საშემოსავლოს იხდის, ზარალის ნახევარი უნდა აუნაზღაურდეს და არა ჩაერიცხოს 200₾ — ბოკერია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის დაგვიანებული, ბუნდოვანი და არასწორი კრიტერიუმებით შედგენილი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ერთიანი მოჭრილი თანხა არ უნდა ჩაერიცხოთ იმ ადამიანებს, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის. ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ ვინც დაკარგა ხელფასი, იმათ ზარალის ნახევარი აუნაზღაურდეთ.
"სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, ვინ სად მუშაობდა, იქ 200-ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე რა თქმა უნდა. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი ან 300 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს. მაგრამ ადამიანი ან ოჯახი, რომელსაც ჰქონდა 1000-1500 ლარი შემოსავალი, 200 ლარით საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს", — ამბობს ის.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოს გეგმაში არის ნაპოვნი შესაბამისი ხარჯები იმისთვის, რომ ვინც ხელფასი დაკარგა, ზარალის ნახევარი აუნაზღაურდეს, რათა მათ ფინანსური წონასწორობის შენარჩუნების შანსი ჰქონდეთ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოირღვა საშუალო კლასი, 1000-1500 ლარიანი ხალხი, ეს მერე მოქმედებს მთელ ეკონომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც. ამიტომ ასეთი მოჭრილი თანხა იმათთვის, ვინც საშემოსავლოს იხდიდა, არის არასწორი და მცირე", — აღნიშნავს ის.
რაც შეეხება თვითდასაქმებულების კომპენსაციას, გიგა ბოკერია ამბობს დახმარების მისაღებად თვითდასაქმების დასაბუთების აუცილებლობა, ასევე, ფიზიკურ პირებზე მომუშავე ადამიანებისთვის კომპენსაციის არმიცემა "ნიშნავს უკეთეს შემთხვევაში ქაოსს და გაჭიანურებას, უარეს შემთხვევაში, ეს იქნება კორუფციის, ნეპოტიზმის და ათასი უბედურების წყარო".
დეპუტატის თქმით, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა დააგვიანა და არგუმენტი, რომ ვითარება იცვლება და გეგმის მოთხოვნა პოპულიზმია, "სისულელეა". დეპუტატის თქმით, გეგმა ვითარების ცვლილების მიხედვით შეიძლებოდა შეცვლილიყო და მოქალაქეებს და ბიზნესს უნდა სცოდნოდა, რა გზით მიდიოდა მთავრობა.
"ახლა ირკვევა, რომ ამ გეგმაში, რომელიც ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, არც ხარჯები ჰქონდათ მითითებული ზუსტად, საიდან რა ფული მოდის, კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები, რომლითაც იმ არაადეკვატურ, ბუნდოვან და მათ შორის მავნებლური პრინციპებით აგებულ დახმარებას მისცემენ მოქალაქეებს. ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები", — ამბობს ის.
რაც შეეხება ევროპული საქართველოს გეგმას, დეპუტატის ინფორმაციით, პარტია მის წარდგენას ხვალ, 29 აპრილს აპირებს. გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია საგადასახადო წნეხის დაწევა ყველასთვის — მოქალაქეებისთვის, დამსაქმებლებისთვის.
"შეუძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეები არ დადგნენ შიმშილის რისკის ქვეშ, თუ არ იქნება რეალური წნეხის მოხსნა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ჯერ საშემოსავლოს განულება ხდება, მერე განახევრება; ასევე, ქონების გადასახადის მოხსნა, დღგ-ს გადაკეთება გაყიდვის გადასახადად და აქციზის დადაბლება. იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დიდი სიმდიდრე, რომ ჩავასხათ ეკონომიკაში, რასაც მდიდარი ქვეყნები შვებიან, ეს ერთადერთი გზაა", — თქვა ბოკერიამ.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა. საწყის ეტაპებში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: სესხების გადავადება, კომუნალურები და ა.შ.; მომდევნო ეტაპები კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერად ან რამდენიმეთვიანი დახმარებას და ეკონომიკის ამუშავებისთვის საჭირო ნაბიჯებს აერთიანებს. გეგმის მიხედვით, სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარს. გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ: ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები. გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, ასევე, შეღავათები კერძო სექტორისა და სოფლის მეურნეობისთვის.
ნახეთ დეტალურად:
რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ და 300-ლარიანი დახმარების მიღება გინდათ
ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას და რა დაუჯდება — ანტიკრიზისული გეგმა სრულად
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები