როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან — რეკომენდაციები
ფოტო: iStock
სტატიაში როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა უკვე გიამბეთ იმ საეჭვო ნიშნების შესახებ, რომლებიც ინტერნეტსივრცეში სხვა სანდო შემოთავაზებების გვერდით პოტენციური თაღლითობის მცდელობების გარჩევას გაგიმარტივებთ.
ახლა კი იმ კონკრეტულ და აუცილებელ რეკომენდაციებს გთავაზობთ, რომლებიც თაღლითური სქემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ და ინტერნეტსერვისების სარგებლობისას თქვენი დაცულობის გარანტი იქნება:
-
მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად ის ვებგვერდია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას.
ხშირად თაღლითები ცნობილი კომპანიების სახელწოდებებს იყენებენ, რათა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ. ამიტომაც, კარგად დააკვირდით ნებისმიერი ვებგვერდის მისამართს და თაღლითობის მარტივი სამიზნე არ გახდებით; -
არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენს განკარგულებაში უნდა იყოს. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი სანდო კომპანია ან ვებგვერდი არ მოგთხოვთ, რომ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტის საშუალებით გაუზიაროთ. არ ენდოთ ელფოსტაზე მოსულ შეტყობინებას ან ზარებს ტელეფონზე, თუ მათი საშუალებით პაროლის გამხელას გთხოვენ — მათ უკან აუცილებლად თაღლითი იქნება;
-
არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში Public Wifi-ის ქსელით სარგებლობისას და შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში, თუ ის გადაუდებლად არ გჭირდებათ;
-
შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური და არ გქონდეთ მსგავსი კომბინაცია გამოყენებული სხვა საიტებზე. სასურველია, პაროლი რაც შეიძლება უფრო რთული იყოს: ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს შეიცავდეს — ასე თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას უკეთ იცავთ, რადგან მისი გამოცნობა და გატეხა რთულია;
-
არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში;
-
არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში: მაგალითად, თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში. თუ პაროლის დამახსოვრება გიჭირთ, გამოიყენეთ Password Manager პროგრამა;
-
იმ კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით, პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები;
-
არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები: მოქმედების ვადა, CVV კოდი ან პინკოდი — ის მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
უსაფრთხოების დასაცავად დამატებით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 3D უსაფრთხოებით, რაც ინტერნეტგადახდებისას კიბერთაღლითობისგან დაგიცავთ.
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბარათის მონაცემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და ის არავის უნდა გაუზიაროთ. თუ ამ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და მათ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებსაც გაუზიარებთ, ყველა გაცილებით უფრო მარტივად შევძლებთ, რომ თაღლითური სქემების მსხვერპლი არ გავხდეთ და პირადი უსაფრთხოებაც დავიცვათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები