ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს
ფოტო: Reuters
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, 19 ნოემბერს, მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს შეხვდა.
რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ პატრიარქების შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პოზიტიური ურთიერთობების გამყარებას.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს 70 წლის იუბილე მიულოცა, ასევე უსურვა კეთილდღეობა და მშვიდობა მის ეკლესიასა და სამშობლოში. ილია მეორემ ხაზი გაუსვა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობის მნიშვნელობასაც:
"ურთიერთობები რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ისე ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიების მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსებს, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. უნდა ვთქვა, რომ საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთიდან იმდენი ტურისტი არასდროს არ ყოფილა, რამდენიც ახლა. ჩვენ ამით ბედნიერები ვართ. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, სასურველია იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ორი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ვფიქრობ, ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს".
როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წერს, შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. სტუმარმა და მასპინძელმა ერთმანეთში საჩუქრებიც გაცვალეს.
როგორც პატრიარქმა კირილმა თქვა, რუსეთ-საქართველოს ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობაა და რუსეთს ხშირად სტუმრობენ ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ისევე როგორც საქართველოს – რუსი მღვდლები და მონაზვნები.
ილია მეორე რუსეთში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 18 ნოემბერს გაემგზავრა. ის საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
საქართველო–რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილია. რუსეთმა საქართველოში შემოჭრის შემდეგ, 2008 წელსვე აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული მხარეები ოფიციალურად ითვლება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები