სუდანში ქალების გენიტალიების დასახიჩრება აიკრძალება
ფოტო: Getty Images
სუდანში ქალების გენიტალიების დასახიჩრება კანონის დონეზე აიკრძალება. ნებისმიერს, ვინც პროცედურის ჩატარებას ეცდება, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული პრაქტიკა უკვე აკრძალული იყო სუდანის რამდენიმე შტატში, თუმცა ეროვნულ დონეზე ეს პირველი გადაწყვეტილებაა.
სუდანში ქალებისთვის გენიტალიების დასახიჩრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. სუდანში 14-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს, მსოფლიოში კი 200 მილიონზე მეტ ქალს გენიტალიების დასახიჩრების რაიმე ფორმის პროცედურა აქვს ჩატარებული.
აღნიშნულმა პროცედურებმა შესაძლოა სხვადასხვა ინფექცია და ტკივილი გამოიწვიოს, რაც ფატალურადაც სრულდება. სუდანში სწამთ, რომ გოგოებისთვის ეს თითქოსდა ქორწინების სამომავლო პერსპექტივისთვისაა საჭირო, თუმცა ამას არავითარი სამედიცინო საფუძველი და გამართლება არ აქვს.
იმის გამო, რომ პრაქტიკა სუდანის კულტურაში ღრმადაა ჩამჯდარი, აქტივისტები ამბობენ, რომ მის საბოლოო აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება.
"იმდენი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს ჯერ დასაწყისია, კარგი დასაწყისი", — ამბობს გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენელი სუდანში, ფატმა ნაიბი.
ფოტო: PA
"ქალების ამ წამების სადარი პრაქტიკისგან დასაცავად სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივაა საჭირო", — აცხადებს ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Equality Now-ს აფრიკის რეგიონალური დირექტორი, ფაიზა მოჰამედი, — "FGM-ის, ანუ ქალების გენიტალების დასახიჩრების საწინააღმდეგო კანონის მიღება მნიშვნელოვანი შემაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. მიუხედავად ამისა, სუდანს არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაც მოუწევს, რათა მთავრობამ კანონის ამოქმედება უზრუნველყოს".
გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა კანონი არსებობს ქალების უფლებების დასაცავად. მაგალითისთვის, ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება და არასრულწლოვანზე ქორწინება დანაშაულად არ მიიჩნევა.
მოჰამედი ასევე იტყობინება, რომ გარკვეული სოციალური ჯგუფები კანონის წინაშე პასუხისგების თავიდან ასაცილებელი გზების პოვნას შეეცდებიან. ამავდროულად კი, ამ პრაქტიკის მხარდამჭერმა სახელმწიფო მოხელეებმა, შესაძლოა, ახალი კანონის შესრულება თავადვე არ უზრუნველყონ.
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 29 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით, იუნისეფი აცხადებს, რომ ქალების გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ფართოდ გამოყენებადია — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეს კანონით აკრძალულია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები