ტრამპის არჩევის გამო, The Guardian მკითხველისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვს
ბრიტანული გამოცემა The Guardian მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აშშ–ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მედიას "მძიმე დრო დაუდგა", რის გამოც მკითხველისგან გადარჩენისთვის დახმარებას ითხოვს.
დახმარებისკენ მოწოდება გარდიანის პირველივე გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც წერია: "დაგვეხმარეთ, რათა გავუმკლავდეთ ახალ პრეზიდენტს, გავაძლიეროთ მათი ხმა, ვისიც საკმარისად არ ისმის, გავიგოთ, რა ძალა იდგა ამ საკამათო არჩევნების უკან და რა მოხდება შემდგომ".
ბრიტანული გამოცემა მკითხველს სთავაზობს, გახდეს მხარდამჭერი და გადაიხადოს წელიწადში $69, ან თვეში $6,99, სანაცვლოდ კი მიიღოს სრული წვდომა მედიასაშუალების სერვისებზე რეკლამის გარეშე. გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ ერთჯერადად გადარიცხონ ნებისმიერი ოდენობის თანხა.
გარდიანის ამერიკული რედაქციის რედაქტორმა, ლი გლენდაინინგმა პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, 9 ნოემბერს გაუგზავნა წერილი მედიასაშუალების ყველა ხელმომწერს.
გლენდაინინგი წერილში წერდა, რომ "აშშ–ს ისტორიაში ყველაზე საკამათო, შავ–ბნელი და საზიანო საარჩევნო კამპანიის შემდეგ, დონალდ ტრამპი გახდება აშშ–ს 45–ე პრეზიდენტი".
გარდიანის რედაქტორის თქმით, ხალხი ამერიკასა და მსოფლიოში, ტრამპის არჩევის გამო, შეშინებულია:
"სწორედ ამის გამო, მსოფლიოსთვის ისე არასდროს საჭირო არ ყოფილა დამოუკიდებელი მედია, როგორც ახლა. გარდიანს, თავისი საქმიანობით, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მუდმივად ეყოლება ყურადღების ცენტრში და მოსთხოვს პასუხს. ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა გამოვამჟღავნოთ სიმართლე, თუ ხელისუფლება ეცდება ტყუილებით დაფაროს ის. ჩვენ გავაგრძელებთ ფაქტების სიყალბისგან გამორჩევას".
ლი გლენდაინინგი წერილს ასრულებს მოწოდებით, რომ სწორედ ამიტომ, "ახლა არის გარდიანის დახმარების დრო".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები