ეპიდემიოლოგების რიტორიკა ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს — TDI მუშევანის ინციდენტზე
ფოტო: On.ge
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და ეპიდემიოლოგებმა, დაუსაბუთებელი, ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. საქმე ეხება ბოლნისის სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანის საშუალება არ მისცეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი და რელიგიურმა ლიდერებმაც ითამაშეს გარკვეული როლი.
"ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მათი მოლა და მუფთი თამაშობსო ცუდ როლსო".
მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში.
TDI წერს, რომ მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციასა და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.
ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ასევე, შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს; უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ.
"როგორც ცნობილია, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს.
რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ", — წერს TDI.
პირველ მაისს ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს.
როგორც On.ge-ს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განუცხადა, ინფიცირებულთა გადაყვანაში ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ინფიცირებულები კლინიკაში 2 მაისს გადაიყვანეს.
გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტი ერთეული შემთხვევაა. როგორც რეხვიაშვილი აღნიშნავს, ქვემო ბოლნისის თემში რელიგიურმა ლიდერებმა მხარდამჭერი როლი ითამაშეს და ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარნენ.
მუშევანის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ორი სატრანსპორტო საშუალება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები