რა უნდა ვიცოდეთ, თუკი დაგვაჯარიმეს — ომბუდსმენის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
ფოტო: სახალხო დამცველი
იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ასეულობით მოქალაქე დაჯარიმდა. შესაძლებელია თუ არა ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, რა ვადაში და სად? სახალხო დამცველი მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
სად შემიძლია გავასაჩივრო ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება
დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან პირდაპირ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
ვინ არის ზემდგომი თანამდებობის პირი?
ზემდგომ თანამდებობის პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელმაც დაგაჯარიმათ. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლება ყველა პოლიციელის ზემდგომ თანამდებობის პირად, ამიტომ გასაჩივრების პროცესის თქვენთვის გამარტივების მიზნით, საჩივარი უშუალოდ მინისტრის სახელზე შეგიძლიათ წარადგინოთ.
რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ვასაჩივრებ სასამართლოში?
თუ ასაჩივრებთ პირდაპირ სასამართლოში, საჩივრის წარდგენის ვადა გაქვთ ჯარიმის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღეში.
სასამართლოს შემიძლია მივმართო საგანგებო მდგომარეობის დროსაც?
დიახ. თუ გსურთ არ გამოიყენოთ ზემდგომი თანამდებობის პირთან გასაჩივრების უფლება და პირდაპირ მიმართოთ სასამართლოს, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების მიუხედავად.
თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს, რამდენ ხანში უნდა გადავიხადო ჯარიმა?
სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი გაქვთ, საგანგებო მდგომარეობა ისევ ძალაში იქნება თუ არა.
რას ნიშნავს ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარება?
ჩაბარება ნიშნავს დოკუმენტის ფაქტობრივ მიღებას. პოლიციელი ე.წ. ჯარიმის ქვითარს გაბარებთ ადგილზევე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს განაცხადებთ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, ეს მაინც ჩაითვლება გადაწყვეტილების ჩაბარებად.
რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ჯერ ვასაჩივრებ ზემდგომი თანამდებობის პირთან?
საგანგებო მდგომარეობის დროს ამ მიმართულებით განსხვავებული წესებია დადგენილი და თქვენ უფლება გაქვთ ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაასაჩივროთ, 10 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ.
თუ ზემდგომი თანამდებობის პირი არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს რა შემიძლია დამატებით გავაკეთო?
ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლო (საქალაქო/რაიონული სასამართლო) არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, შეგიძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივროთ და ამით გასაჩივრების პროცედურა ამოიწურება.
თუ არ ვაპირებ ჯარიმის გასაჩივრებას, როდის მაქვს გადახდის ვალდებულება?
თუ არ აპირებთ ჯარიმის გასაჩივრებას არც სასამართლოში და არც ზემდგომი თანამდებობის პირთან, ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა გაქვთ ახლავე, თუმცა, არაუგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 30 დღისა.
მაქვს თუ არა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებაც?
საჩივრის შეტანისა და საქმის განხილვის დროს უფლება გაქვთ ისარგებლოთ ადვოკატის დახმარებით. ხოლო იმ ეტაპზე, როდესაც პოლიციელი იღებს თქვენი დაჯარიმების გადაწყვეტილებას, ადვოკატის ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ამ პროცედურას და არ წარმოადგენს თქვენი დაჯარიმების შემაფერხებელ გარემოებას.
ჯარიმის გასაჩივრებისა და გადახდის ზემოთ განმარტებული წესები მოქმედებს მხოლოდ კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევაზე?
დიახ. თუ თქვენ ჩაიდენთ სხვაგვარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ან დანაშაულს, დაგეკისრებათ დამატებითი პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ თქვენ დაჯარიმების პროცესში არ დაემორჩილებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ეს დამატებით გამოიწვევს დაჯარიმებას ან/და შეიძლება მოჰყვეს შედეგად პატიმრობასაც კი.
თუ კარანტინის ან/და იზოლაციის წესებს მეორედ დავარღვევ ისევ ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდები?
არა. ამ შემთხვევაში თქვენ მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი პროცედურები. განმეორებითი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, ამისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2 მაისის შემდეგ ჩადენილი იგივე ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ წესების განმეორებით დამრღვევ ყველა პირს ავტომატურად დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით (3 ან 6 წლით), არამედ საქმე გადაეცემა სასამართლოს, რომელიც ინდივიდუალურად შეაფასებს თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებას, მის სიმძიმეს, საშიშროებას, თქვენს ბრალეულობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, თქვენი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებს სასჯელის ინდივიდუალურ ზომაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები