საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს — TI
ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე.
ორგანიზაციის აზრით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა დავივიწყოთ.
"მათ შორისაა არჩევნებიც, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას", — ამბობენ ორგანიზაციაში.
TI-ში აღნიშნავენ, რომ კვლავ უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს ქართული ოცნება კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ეპიდემიოლოგების პროგნოზებიდან გამომდინარე, TI ამბობს, რომ 31 ოქტომბრისთვის გარკვეული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, კვლავ იქნება, ამიტომ აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩატარებულმა არჩევნებს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა ჰქონდეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;
- შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც;
- შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები დაიწყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
"ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს", — აღნიშნავენ TI-ში.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც და აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს არჩევნების გამართვის თემა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია.
"მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარება, ვინაიდან, როგორც ჩანს, ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვები არაერთი თვის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში. განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემა (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა", — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ პანდემიის დროს ზოგ შემთხვევაში არჩევნები გადაიდო კიდეც — 28 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით მინიმუმ 52-მა ქვეყანამ სხვადასხვა დონის არჩევნები და რეფერენდუმი გადადო, მათ შორის 17 საერთო ეროვნული არჩევნები ან რეფერენდუმი იყო, 19 ქვეყანამ კი მაინც ჩაატარა დაგეგმილი არჩევნები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები