კვიციანი პარლამენტზე: არაფერია, ტყეშიც ეგრე გამიჭირდა და მერე ყველაფერი ავითვისე
საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, ემზარ კვიციანი ამბობს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე გაუჭირდა ადაპტაცია გარემოსთან. ამის შესახებ მან გაზეთ ახალ თაობასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ემზარ კვიციანი ამბობს, თავიდან პასიურობა და პროცესებზე დაკვირვება არჩია:
"პარლამენტის პირველმა სხდომამ ის დრო გამახსენა, ტყეში რომ წამიყვანეს პირველად. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მერე ნელა ყველაფერი ავითვისე და ახლა ტყეში თავს კარგად ვგრძნობ. პარლამენტში ისე რომ ვიგრძნობ თავს, როგორც ტყეში, მაშინ უკვე კარგად იქნება ყველაფერი. პარლამენტს თავისი ტექნიკა აქვს და მის გამოყენებას სწავლება სჭირდება. კი აგვიხსნეს რაღაცები, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. არაფერია, ტყეშიც ეგრე გამიჭირდა და მერე ყველაფერი ავითვისე".
როგორც პარლამენტარი ამბობს, მისთვის ყველაზე რთული რეპლიკისა და განცხადების გასაკეთებლად თადარიგის დაკავების წესის დამახსოვრება გახდა:
"ეს ტექნოლოგია პირველ დღეს ვერ ავითვისეთ, რეაგირებასაც ვაგვიანებდით და ამიტომ აღარ ვიაქტიურე ძალიან. ნაციონალებს თუ ჰგონია, რომ სულ ასე იქნება, მწარედ სცდებიან".
ემზარ კვიციანის თქმით, პატრიოტთა ალიანსი ჯერჯერობით შორიდან აკვირდება შიდასაპარლამენტო პროცესებს და აქტიურობასაც სიტუაციის შესწავლის შემდეგ აპირებენ.
ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და რამდენიმე ასეულ თანამოაზრესთან ერთად ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2005 წელს გააუქმეს კვიციანის გასამხედროებული დაჯგუფება "მონადირე", რომელიც ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კი მისი წევრები განიარაღეს. ემზარ კვიციანი აფხაზეთის გავლით რუსეთში გაიქცა. მას გასამხედროებული დაჯგუფების შექმნისა და ამბოხისთვის სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანი საქართველოში 2014 წელს დაბრუნდა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა. ემზარ კვიციანი 2015 წლიდან პატრიოტთა ალიანსის წევრია.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის 6 წევრი მოხვდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები