როგორ გაუმკლავდა საერთაშორისო აკადემია ლოგოსი COVID-19-ის გამოწვევებს
COVID-19-მა მთელი სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გამონაკლისი არც განათლების სექტორი ყოფილა. ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაცია თუ ამ სფეროში დასაქმებული პირი თავისებურად ცდილობს გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს და მოირგოს დისტანციური სწავლების ფორმატი.
საერთაშორისოა აკადემია ლოგოსი კერძო სკოლაა, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ სკოლის მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და კარგი ურთიერთობა აქვთ, სწორედ ამ ოჯახური გარემოთია ცნობილი ლოგოსი.
ერთ დღესაც, როცა ყველა ერთი უხილავი მტრის წინააღმდეგ აღმოვჩნდით, სკოლების მხრიდან სწრაფი რეაგირება აუცილებელი გახდა.
"1 თვე გავიდა, რაც აქამდე უცნობ სამყაროში შევაბიჯეთ. 1 თვეა, რაც 24-საათიანი რეჟიმით და შესაშური მოტივაციით ვცდილობთ მოვახდინოთ აკადემიური სასწაულები ვირტუალურ სამყაროში. ლოგოსის მასწავლებლები უდიდესი ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, ელვის სისწრაფით ითვისებენ ონლაინ პლატფორმების გამოყენებას. მათ 1 კვირაში Google for Education-ის შესახებ დიდი ინფორმაცია დაამუშავეს და შეისწავლეს ის, რისთვისაც თავად გუგლი რამდენიმეთვიან კურსს სთავაზობს მსურველებს. აგერ უკვე ბოლო ათი წელი და სამი კვირაა, ლოგოსის ადმინისტრაცია უზარმაზარი ემოციითა და შემართებით ცდილობს შესთავაზოს თავის მოსწავლეებს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ამავდროულად სახალისო და სიახლეებით აღსავსე იქნება. ჩვენი გამოწვევა ახლა არ დაწყებულა, ის 11-12 წლის წინ დაიწყო და ბოლო სამი კვირაა, რაც ახალ ფაზაში გადავიდა", — ამბობს საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და განვითარებისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ქეთი ბაცანკალაშვილი.
მოკლედ გაგაცნობთ, თუ რა ნაბიჯები გაიარა საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა დისტანციური სწავლების წარმატებით განსახორციელებლად:
1. ლოგოსმა 16 მარტიდან, მაშინ როცა სახელმწიფოში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა და ოფიციალურად არც ერთ სკოლას არ მოეთხოვებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, I-XII კლასების ჩათვლით ყველა მოსწავლეს განახლებული ცხრილით შესთავაზა დისტანციური სწავლება სქულბუქისა და ფეისბუქის პლატფორმების საშუალებით. ამასთან ერთად, სწავლის დაწყებისთანავე დააანონსა, რომ სკოლა 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებდა მუშაობას ონლაინ საგაკვეთილო პროცესის დახვეწის მიზნით.
2. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლოგოსში ონლაინ გაკვეთილების 100 პროცენტი წარმატებით ჩატარდა, რაც დიდწილად მასწავლებლების მოქნილობისა და მობილიზების დამსახურებაა. ხარვეზის შემთხვევაში მასწავლებლები მზად იყვნენ:
- შეეცვალათ ონლაინ პლატფორმა;
- ჩაეწერათ და აეტვირთათ ვიდეო გაკვეთლები;
- შეექმნათ სხვადასხვა თვალსაჩინოება და ინტერაქტიური რესურსი;
- მოსწავლეებისთვის გადაეგზავნათ დავალებები და დამატებითი ინტერაქტიური რესურსები;
- ინდივიდუალური კონსულტაციები გაეწიათ კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის.
3. ონლაინ გაკვეთილების წარმატებით დაწყებამ ლოგისის ადმინისტრაციას მისცა ბიძგი მსგავსი მომსახურება სკოლამდელი აღსაზრდელებისთვისაც შეეთავაზებინა. გასაოცარი ინიციატივითა და მონდომებით ერთვებიან დისტანციურ სასწავლო პროცესში ყველაზე უმცროსი ლოგოსელები.
4. ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის მიზნით ადმინისტრაციის წევრები მუდმივად აკვირდებიან სასწავლო პროცესს, რაც გაკვეთილებზე დასწრებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და რეაგირების გზების გამონახვას გულისხმობს.
5. ლოგოსის ადმინისტრაციის თანამშრომლები დეტალურად აღრიცხავენ მოსწავლეთა დასწრებასა და დაგვიანებას ონლაინ საგაკვეთილო პროცესში და მესიჯის სახით ატყობინებენ ამ ინფორმაციას მშობლებსა და დამრიგებლებს.
6. დამრიგებლები ადგენენ მოსწავლის გაცდენის მიზეზს და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას გადასცემენ მშობლებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის გუნდს.
7. სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია უწყვეტ და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს დისტანციური სწავლების პროცესის სამართავად და დასახვეწად, რაც გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:
- პედაგოგიური გუნდის მუდმივ ტრენინგებს ახალი საგანმანათლებლო ინტერნეტსერვისების ასათვისებლად;
- ვიდეო ინსტრუქციების შექმნასა და პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფას პედაგოგების მცირე და გაერთიანებული ჯგუფებისათვის;
- წესების შედგენასა და პირად კონსულტაციებს.
ანალოგიურ ზომებს მივმართავთ მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.
8. ლოგოსის მოსწავლეებს უტარდებათ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, ასევე სკოლის საავტორო დამატებითი საგნები, როგორებიცაა: SAT, TOEFL, IELTS, Fun Science, English and History და სხვა.
9. საგაკვეთილო ცხრილის მიღმა სკოლის პედაგოგიური გუნდი მზად არის, საჭიროებისამებრ, მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი კონსულტაციები და გაღრმავებული გაკვეთილები.
10. აქტიურად მუშაობს სტუდენტური ცენტრი, რომელიც მრავალ საინტერესო და სახალისო აქტივობას სთავაზობს ლოგოსის მოსწავლეებს. ეს შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თანასკოლელებთან ერთად ჩაერთონ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და არ დაკარგონ მეგობრობისა და გუნდური მუშაობის განცდა სოციალური იზოლაციის პერიოდში.
11. ლოგოსმა 2015 წელს მიიღო გუგლის საგანმანათლებლო სერვისით სარგებლობის ავტორიზაცია. შესაბამისად, სწრაფად, თუმცა ხარისხიანად შევძელით გუგლის აპლიკაციებზე გადასვლა. ამჟამად გაკვეთილებს ვატარებთ google Hangout-ისა ან Hangout Meet -ის საშუალებით.
და ბოლოს, ლოგოსის გუნდი აცხადებს მუდმივ მზაობას ნებისმიერ ვითარებაში განაგრძოს ხარისხიანი განათლების მიწოდება და საქმიანობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები