როგორ აღმოაჩინა ედვინ ჰაბლმა სხვა გალაქტიკები
ფოტო: Wikipedia
1923 წელს სამყარო ჯერ კიდევ პატარა ეგონათ. ასტრონომებს სჯეროდათ, რომ ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი ერთადერთი კოსმოსური ობიექტი იყო მთელ სამყაროში და მის იქით აღარაფერი არსებობდა.
თუმცა ამერიკელ ასტრონომ ედვინ ჰაბლს სჯეროდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო.
ჰაბლი ანდრომედას აკვირდებოდა, რომელიც იმ დროისთვის ირმის ნახტომში შემავალ ნისლეულად იყო მიჩნეული.
ჰაბლს რამდენიმე თანამოაზრე ჰყავდა, მათ შორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლიკის ობსერვატორიის მეცნიერი ჰერბერტ კურტისი.
ასტრონომთა ეს მცირე ჯგუფი თვლიდა, რომ ანდრომედა ზედმეტად უცნაური ობიექტი იყო, რომელშიც ძალიან ბევრი ზეახალი ობიექტი შეინიშნებოდა, თანაც ყველა მათგანი იმდენად მკრთალი იყო, რომ, მათი დასკვნით, ანდრომედა დედამიწისა და ირმის ნახტომისგან ძალიან შორს უნდა ყოფილიყო განლაგებული.
ჰაბლი და კურტისი ფიქრობდნენ, რომ ანდრომედა დამოუკიდებელი სამყარო იყო, რომელსაც თავისი ვარსკვლავური სისტემა ჰქონდა. იმ დროს ამ აზრის გამოთქმა "მკრეხელობის" ტოლფასი იყო. ჰაბლის და კურტისის თეორიას სამეცნიერო ისტებლიშმენტი სერიოზული წინააღმდეგობით შეხვდა.
ჰარლოუ შეიფლი, ასტრონომი, რომელმაც იმ დროისთვის საკმაოდ ზუსტად გაზომა ირმის ნახტომის მასშტაბები, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ანდრომედა ჩვეულებრივი ნისლეული იყო.
1923 წელს ედვინ ჰაბლი მაუნთ უილსონის ობსერვატორიაში მუშაობდა, სადაც იმ დროისთვის ყველაზე მძლავრი, ჰუკერის ტელესკოპი იყო მოთავსებული. იმისთვის, რომ მეცნიერს საკუთარი თეორია დაემტკიცებინა, საჭირო იყო ანდრომედასა და დედამიწას შორის მანძილის გაზომვა. თუ ეს დისტანცია ირმის ნახტომის მიახლოებით დიამეტრზე დიდი იქნებოდა, ცხადი გახდებოდა, რომ ანდრომედა დამოუკიდებელი ობიექტი იყო და არა ჩვენი სისტემის ნაწილი.
ამ კვლევაში ჰაბლის წარმატება სხვა მეცნიერის, ნაკლებად ცნობილი ქალი ასტრონომის, ჰენრიეტა ლევიტის ადრინდელი აღმოჩენის დიდი დამსახურებაა.
ლევიტი ჰარვარდის ობსერვატორიაში მუშაობდა "კომპიუტერად". მას უფროსი ასტრონომების კვლევების ფარგლებში მათემატიკური გამოთვლების წარმოება ევალებოდა. 1908 წელს ცეფეიდური ტიპის ვარსკვლავებზე მუშაობის პროცესში მან საოცარი რამ აღმოაჩინა.
ცეფეიდურ ვარსკვლავებს ისეთ კოსმოსურ ობიექტებს უწოდებენ, რომლებიც პერიოდულად ქრებიან და შემდეგ ისევ ემატებათ სიკაშკაშე. ლევიტმა აღმოაჩინა, რომ იმ დროის მიხედვით, რომელიც ამ ვარსკვლავებს ციკლის შესასრულებლად სჭირდებოდათ, დედამიწასა და მათ შორის არსებული დისტანციის გამოთვლა იყო შესაძლებელი. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა კოსმოსში არსებულ ობიექტებსა და ჩვენ შორის არსებული მანძილის გამოთვლა.
ანდრომედამდე დისტანციის გამოსათვლელად ედვინ ჰაბლს ცეფეიდური ტიპის ვარსკვლავი უნდა ეპოვნა და ლევიტის მეთოდით გამოეთვალა მანძილი მასსა და დედამიწას შორის. 1923 წლის ნოემბრამდე ის ყოველ ღამე იღებდა ანდრომედას ფოტოებს და ბოლოს, როგორც იქნა, აღმოაჩინა. ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად ჰაბლმა ლევიტის ფორმულით დისტანცია გამოთვალა.
ეს არის ფოტო ვარსკვლავისა, რომელსაც სახელად "ცვლადი N1" ჰქვია, V1 და ის კოსმოლოგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ვარსკვლავად ითვლება.
V1-სგან მომავალი სინათლე ცხადყოფდა, რომ ანდრომედა ირმის ნახტომის გარეთ მდებარეობდა. გადმოცემის მიხედვით, როცა შეიფლიმ ჰაბლის აღმოჩენის შესახებ შეიტყო, მან ასეთი ფრაზა წარმოთქვა: "ეს არის წერილი, რომელმაც ჩემი სამყარო გაანადგურა".
ჰაბლის აღმოჩენა 1925 წელს ამერიკის ასტრონომთა ასოციაციის შეხვედრაზე გასაჯაროვდა. ახალმა ამბავმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. აი, რას წერდა New York Times:
"ასტრონომმა სხვა სამყარო დაინახა. დოქტორმა ჰაბლმა 700 ათასი სინათლის წელიწადის დაშორებით ახალი ციური სხეულები აღმოაჩინა".
ეს აღმოჩენა ჰაბლის კოსმოსური კარიერის დასაწყისი იყო. მან კვლევები გააგრძელა, შექმნა გალაქტიკების კლასიფიკაციის სისტემა და აღმოაჩინა, რომ სამყარო ფართოვდება - ამ აღმოჩენამ თვით ალბერტ აინშტაინი შეძრა.
ამჟამად ასტრონომები ფიქრობენ, რომ ჩვენს სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკაა, რომელიც 90 მილიარდი სინათლის წელიწადის დიამეტრის მქონე სივრცეშია მიმოფანტული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


კომენტარები