ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაციიდან 2 წელი გავიდა
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ბასიანსა და კაფე გალერიში ხმაურიანი სპეცოპერაციიდან 2 წელი გავიდა. იმ დროს კლუბებიდან ძალის გამოყენებით გამოგდებულ და გაბრაზებულ ხალხს ეგონა, რომ ეს მოვლენა გარდამტეხი აღმოჩნდება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. მთავრობის მხრიდან დაპირებებიც გაიცა, თუმცა პროცესი ამ დრომდე გაყინულია.
2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში ერთდროულად დაიწყო სპეცოპერაცია. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს და არც დამატებითი განმარტებები გააკეთეს, რასაც პროტესტი მოჰყვა. პროტესტს პოლიციამ აგრესიით უპასუხა, რაც მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა.
შსს-მ პასუხად განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია სამთვიანი საგამოძიებო პროცესის დასასრული იყო ნარკორეალიზატორების გამოსავლენად. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელმაც სახელმწიფოს ძალადობრივი მიდგომა კლუბურ ცხოვრებასთან ქუჩაში ცეკვით გააპროტესტა. გაჟღერდა მოთხოვნები გახარიას გადადგომის შესახებ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტთან შეკრებილმა ადამიანებმა დააანონსეს, რომ იქ გამართავდნენ აქციას 17 მაისსაც და შეუერთდებოდნენ მსოფლიოს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, დაანონსდა ნეონაცისტური და ძალადობრივი ჯგუფების აქციაც.
ამ ფორმით, მშვიდობიან აქციას კონტრაქცია გამოუჩნდა და ახალგაზრდა ფაშისტური იდეების მატარებლებმა პარლამენტთან შეკრებილების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვეს. კონტრაქციები გამართეს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა, ქართული მარშმა, მმკ-მ და სხვა აგრესიულმა ჯგუფებმაც.
ისინი თავისუფლების მოედნის გარშემო დარბოდნენ და აქციის მონაწილეებთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა ყველა მხრიდან პოლიციის კორდონი ხვდებოდათ.
მრავალათასიანი აქციასა და ქალაქში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ხელისუფლებამ პირველი განცხადება მხოლოდ 20 საათში გააკეთა. თბილისის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური ცხოვრება, რომელიც წარმატებული ბიზნესია, აუცილებლად გაგრძელდება.
კიდევ ერთი ბრიფინგი უკვე სპეცოპერაციიდან 41 საათის გასვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაინიშნა. თუმცა არც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გასცა პასუხი აქციის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს. თქვა მხოლოდ ის, რომ პარლამენტთან მდგომი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნებოდა.
პრემიერის ბრიფინგიდან მალევე რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამშვები მანქანები და ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. თანდათან ძლიერდებოდა კორდონები, რომელიც პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დასაცავად იყო გავლებული.
რამდენიმე საათში აქციაზე იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც საუბარი ბოდიშით დაიწყო და ორგანიზატორებთან მოლაპარაკებით გააგრძელა. შედეგად აქცია დაიშალა, თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები კი პარლამენტის ეზოდან ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს "აგრესიული ჯგუფებისგან დასაცავად".
ამის შემდეგ გახარიამ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ კლუბური ცხოვრება ფხიზელ გონებაზეც შეიძლება და ეს სპეცოპერაცია მხოლოდ დასაწყისია.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მინისტრისგან ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის განახლების პირობა მიიღეს. მთავრობასთან რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, თუმცა ამის შემდეგ ქმედითი ნაბიჯები აღარ გადადგმულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები