10 კომპლიმენტი, რომელიც რეალურად შეურაცხყოფაა
ფოტო: pathdoc / Shutterstock
წესით, კომპლიმენტმა უნდა გაგაღიმოს და უკეთეს ხასიათზე დაგაყენოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ზოგიერთი ჩვენი ნაცნობი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი ისეთი კომპლიმენტების თქმაშია დახელოვნებული, რომლებშიც სულ სხვა რამ იგულისხმება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი ფრაზების საპასუხოდ მადლობასაც ვერ იტყვი.
1. რა საყვარელი ხარ
ყველას მოგვისმენია არა? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი საყვარლები ვართ. გოგონები ამ სიტყვებით ბიჭებს მასკულინურობისგან განაიარაღებენ ხოლმე, ბიჭები კი, როგორც წესი, საყვარლად იმ გოგოებს თვლიან, რომლებსაც დებივით უყურებენ. კომპლიმენტს ხშირად ახლავს ლოყაზე ჩქმეტის საშინელი და ფამილარული ტრადიცია.
2. შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურები
ანუ სხვა ასაკისთვის ცუდად გამოვიყურები? ბებერი ვარ, მაგრამ არა მიშავს? რა საჭიროა ასაკის დაკონკრეტება? ხომ შეიძლება ადამიანს უთხრათ, რომ კარგად გამოიყურება, ყოველგვარი მზაკვრული ჩანაფიქრის გარეშე...
3. ნებისმიერი კომპლიმენტი, რომელიც შეიცავს სიტყვებს "გოგოს პირობაზე"
სამწუხაროა, რომ ასეთი ფრაზის საპასუხოდ ადამიანები გაღიმებას ელოდებიან. არ არსებობს არანაირი "გოგოს ან ბიჭის პირობაზე". ჭკვიანი ან ხარ, ან - არა, წარმატებულიც ან ხარ ან - არა. კარგად ხუმრობ ან ვერ ხუმრობ. ასე რომ, ასეთ კომპლიმენტს უპასუხოდ ნუ დატოვებთ. იგივე ეხება ფრაზას "სხვა გოგოებს არ ჰგავხარ", რაშიც იგულისხმება, რომ სხვა გოგოები ცუდები არიან, ხოლო შენ - მათზე ბევრად უკეთესი.
4. რა მომხიბვლელი გოგო/ბიჭი ხარ, რატომ არ გყავს შეყვარებული?
ეს არის კომპლიმენტი, რომელმაც შეიძლება მრავალი საათის განმავლობაში გაგიფუჭოს განწყობა. ჯერ ერთი, ეს ფრაზა გულისხმობს, რომ ყველას უნდა ჰყავდეს შეყვარებული, მეორეც მას ადამიანი შეყვარება მათემატიკურ ფორმულამდე დაჰყავს, მესამეც - გარეგნობა და საყვარელი ადამიანის პოვნა სულაც არაა ამდენად ერთმანეთზე გადაჯაჭვული.
ეს სიტყვები მიზნად ისახავს, დაგაფიქროს, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს, რაც ხშირ შემთხვევაში - სიცრუეა, დანარჩენ შემთხვევებში კი - მხოლოდ შენი საქმე.
5. გრძელი თმა გიხდება
კარგი კომპლიმენტია, ოღონდ, მაშინ არა, როცა თმა ახლახან შეიჭერი და ეს ფრაზა უკმაყოფილების გამოხატვას ემსახურება.
6. როგორ გახდი, ლამაზად გამოიყურები
წონაზე ნებისმიერი კომპლიმენტის თქმისას ბეწვის ხიდზე გადიხართ. ეშმაკი დეტალებში იმალება. სჯობს თავი შეიკავოთ ნებისმიერი კომენტარისგან, თუ ობიექტს კარგად არ იცნობთ. როგორ გახდი, ასე არ ჯობია? ნიშნავს, რომ ადამიანს გახდომამდე რაღაც ისეთი სჭირდა, რომელზეც ხმის ამოღება გერიდებოდათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს უტაქტობაა. ძალიან კარგად გამოიყურები - სავსებით საკმარისია.
7. გოგოს დაემგვანე
აი, როგორც იქნა გაბედე და ტრადიციული ჯინსის ნაცვლად სამსახურში კაბა ჩაიცვი. უყურადღებოდ ეს ფაქტი არ დარჩება, რაც მოსალოდნელია კიდეც, მაგრამ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და იტყვის: ასე რა! გოგოს დაემგვანე. იგივე ეხება მაკიაჟსაც, მაღალ ქუსლებსაც და გულისხმობს, რომ მხოლოდ სქესი საკმარისი არაა, რომ იმას ჰგავდე, ვინც ხარ.
8. ბიჭებისთვის - ადამიანს დაემსგავსე
როგორც წესი, ასეთი უტაქტო კომენტარი წვერის გაპარსვას მოჰყვება ხოლმე. ხანდახან - პერანგისა და პიჯაკის ჩაცმას. ფაქტი ისაა, რომ ამ ფრაზის ავტორი ცდილობს გაგრძნობინოს, რომ ადრე ცუდად გამოიყურებოდი, ახლა კი საზოგადოების დადგენილ ნორმებს შეესაბამები.
9. კარგი ხასიათი გაქვს
ამ ფრაზის მოსმენაზე, თავისუფლად შეგიძლია ხასიათის ყველაზე ბნელი შტრიხები გამოავლინო, მაგრამ ამ სიტუაციაში ხშირად ვერ აღმოჩნდები. უფრო გავრცელებული ვარიაციაა: კარგი ხასიათი აქვს - როცა ერთი ადამიანი მეორესთან საუბარში აღწერს მესამეს. ორივე თანამოსაუბრეს ესმის, რომ ლაპარაკი შინაგან სამყაროზე კი არა, გარეგნობაზეა. ფრაზის სრული ვერსიაა: გარეგნობით დიდი ვერაფერი, მაგრამ კარგი ხასიათი აქვს
10. როგორი ფოტოგენური ხარ
სიტყვასიტყვით ეს ფრაზა ნიშნავს: ორ განზომილებაში უკეთესი ხარ, ვიდრე სამში. საერთოდ ვინ მოიგონა, რომ ფოტოგენურობა კომპლიმენტია. ყველას გვირჩევნია, რომ გვითხრან: კიდევ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ფოტოებიდან ჩანდა. ან - დადუმდნენ სამუდამოდ.

თქვენ რას დაამატებდით?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა

კომენტარები