საქართველოს მიერ შეძენილი 30000 "ნიდერლანდური" სწრაფი ტესტი ჩინურია — ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: Nizami Ganjavi International Centre
საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ნიდერლანდებში დამზადებული" 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთში წარმოებული აღმოჩნდა.
OCCRP-სა და ნიდერლანდური პლატფორმა Investico-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანია Inzek International Trading ყიდდა ანტისხეულების სწრაფ ტესტს სახელმწოდებით Biozek, რომელზეც "ნიდერლანდებში დამზადებული ეწერა და სინამდვილეში, ჩინეთშია წარმოებული.
ამ გამოძიებასა და იმაზე, რომ ამავე კომპაანისგან საქართველომ ათეულობით ათასი ტესტი შეისყიდა, გამოცემა OC Media წერს. მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილია 930 000 ლარის ($290 000) ღირებულების "ნიდერლანდური წარმოების" ანტისხეულების 30 ათასი ტესტი.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, მანამდე, 15 აპრილს Biozek-ის 5 000 ტესტი საქართველოს მთავრობას თიბისი ბანკმა აჩუქა.
შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტები პირდაპირი შესყიდვის წესით, სამედიცინო იმპორტიორ სოლმარტისგან შეიძინა. დოკუმენტი 24 აპრილით თარიღდება.
შესყიდვის დოკუმენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწლოკაური უთითებს, რომ თიბისის მიერ მანამდე გადაცემული ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დადებითად შეაფასა. დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ ტესტების მწარმოებელია ნიდერლანდური Inzek International Trading.
მიუხედავად ამისა, OCCRP-სა და ჰოლანდიური პლატფორმის Investico-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Biozek-ის ტესტები ჩინეთში, ფირმა Alltest-ის მიერ არის წარმოებული.
როგორც OC Media წერს, ბრალდებების საპასუხოდ Inzek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეკი ჰამიდმა აღიარა, რომ ტესტები ჩინეთშია წარმოებული. კითხვაზე, რატომ იყო საიტზე მითითებული, რომ პროდუქცია ნიდერლანდური წარმოებისაა, ჰამიდმა უპასუხა: "შესაძლოა, ერთი სიტყვა შეცდომითაა, სავარაუდოდ, გამოვასწორებთ ამას". 29 აპრილს ვებსაიტზე ეს ინფორმაცია შეიცვალა.
Biozek-ის ტესტები გლობალურად გავრცელდა. OCCRP-სთან საუბარში შვეიცარიული კომპანიის Spring Healthcare-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყუთზეც კი ეწერა, რომ ეს ტესტები ნიდერლანდურია. ამ კომპანიამ ტესტებით მაკედონიის კლინიკა მოამარაგა, სადაც პაციენტი, რომელსაც ვირუსზე ნეგატიური პასუხი ჰქონდა, 3 დღეში Covid-19-ით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, სულ მცირე, 350 ტესტი აზერბაიჯანში, ბაქოში ორგანიზაცია Nizami Ganjavi-ს საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით შეიტანეს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ ჩინური ფირმა Alltest-ის ტესტებს იმაზე ნაკლები სანდოობა აქვთ, ვიდრე მწარმოებლები ირწმუნებიან. გამოძიების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Alltest-თან მილიონობით დოლარის შეკვეთა გააუქმა, მას შემდეგ, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ამავე ფირმისა და სხვა ჩინური ბრენდების საბაზისო სტანდარტებთან შეუსაბამობა აღმოაჩინა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა OC Media-ს უთხრა, რომ მათ ამ ბრალდებებზე არაფერი იცოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში ტესტების იმპორტიორი Solemart ამტკიცებდა, რომ პროდუქტი ნიდერლანდებშია დამზადებული. Solemart-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ზურაბ ტუკვაძემ OC Media-ს უთხრა, რომ ისინი მანამდეც თანამშრომლობდნენ "მაღალი დონის კომპანია" Inzek-თან.
კომპანია Inzek ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათი ტესტები ნაკლებად სანდოა უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ ისინი ამის დასამტკიცებლად სამართლებრივად იბრძოლებენ.
საქართველოში შემუშავებული პროტოკოლით, ანტისხეულების ტესტი რისკ-ჯგუფებში, უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად გამოიყენება. მათ შორისაა, სამედიცინო პერსონალი, შეიარაღებული ძალები, პატიმრები, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტები, მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი პირები, ასევე, მღვდლები. ანტისხეულების ტესტი კეთდება ასევე ცხელების ცენტრში მისული პაციენტებისთვისაც, ანტიგენის სწრაფ ტესტთან ერთად.
პროტოკოლით, პოტენციურ პაციენტს სწრაფი ტესტირების მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გაუკეთებენ ხელეხალ ტესტირებას, ოღონდ PCR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
On.ge დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აყენებენ თუ არა ეჭვქვეშ უკვე შეძენილ ათასობით ტესტს და აპირებენ თუ არა მათ ჩანაცვლებას. უწყების განმარტებით, იმპორტიორ კომპანია Solemart-თან ხელშეკრულება გაუქმებულია და ტესტები აღარ მიუღიათ, სხვა დეტალებზე კი მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას.
ამავე თემაზე:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები