ეს ტესტები NCDC-ში არ შეგვიფასებია — გამყრელიძე ჩინეთში წარმოებულ "ნიდერლანდურ" ტესტებზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჩინეთში წარმოებული 30 ათასი "ნიდერლანდური" ტესტი ცეტრში არ შეუფასებიათ. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ტესტების გარშემო ახალი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ნიდერლანდებში დამზადებული" 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთშია წარმოებული.
OCCRP-სა და ნიდერლანდური პლატფორმა Investico-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანია Inzek International Trading ყიდდა ანტისხეულების სწრაფ ტესტს სახელმწოდებით Biozek, რომელზეც "ნიდერლანდებში დამზადებული ეწერა და სინამდვილეში, ჩინეთშია წარმოებული.
ამ გამოძიებასა და იმაზე, რომ ამავე კომპაანისგან საქართველომ ათეულობით ათასი ტესტი შეისყიდა, გამოცემა OC Media წერს. მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილია 930 000 ლარის ($290 000) ღირებულების "ნიდერლანდური წარმოების" ანტისხეულების 30 ათასი ტესტი.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, მანამდე, 15 აპრილს Biozek-ის 5 000 ტესტი საქართველოს მთავრობას თიბისი ბანკმა აჩუქა. შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტები პირდაპირი შესყიდვის წესით, სამედიცინო იმპორტიორ სოლმარტისგან შეიძინა. დოკუმენტი 24 აპრილით თარიღდება.
შესყიდვის დოკუმენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწლოკაური უთითებს, რომ თიბისის მიერ მანამდე გადაცემული ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დადებითად შეაფასა. დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ ტესტების მწარმოებელია ნიდერლანდური Inzek International Trading.
Biozek-ის ტესტები გლობალურად გავრცელდა. OCCRP-სთან საუბარში შვეიცარიული კომპანიის Spring Healthcare-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყუთზეც კი ეწერა, რომ ეს ტესტები ნიდერლანდურია. ამ კომპანიამ ტესტებით მაკედონიის კლინიკა მოამარაგა, სადაც პაციენტი, რომელსაც ვირუსზე ნეგატიური პასუხი ჰქონდა, 3 დღეში Covid-19-ით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, სულ მცირე, 350 ტესტი აზერბაიჯანში, ბაქოში ორგანიზაცია Nizami Ganjavi-ს საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით შეიტანეს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა OC Media-ს უთხრა, რომ მათ ამ ბრალდებებზე არაფერი იცოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში ტესტების იმპორტიორი Solemart ამტკიცებდა, რომ პროდუქტი ნიდერლანდებშია დამზადებული. Solemart-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ზურაბ ტუკვაძემ OC Media-ს უთხრა, რომ ისინი მანამდეც თანამშრომლობდნენ "მაღალი დონის კომპანია" Inzek-თან.
კომპანია Inzek ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათი ტესტები ნაკლებად სანდოა უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ ისინი ამის დასამტკიცებლად სამართლებრივად იბრძოლებენ.
საქართველოში შემუშავებული პროტოკოლით, ანტისხეულების ტესტი რისკ-ჯგუფებში, უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად გამოიყენება. მათ შორისაა, სამედიცინო პერსონალი, შეიარაღებული ძალები, პატიმრები, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტები, მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი პირები, ასევე, მღვდლები. ანტისხეულების ტესტი კეთდება ასევე ცხელების ცენტრში მისული პაციენტებისთვისაც, ანტიგენის სწრაფ ტესტთან ერთად.
პროტოკოლით, პოტენციურ პაციენტს სწრაფი ტესტირების მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გაუკეთებენ ხელეხალ ტესტირებას, ოღონდ PCR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები