აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის
ჰიდროელექტროგენერაცია, რომელიც დასაბამს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, განახლებადი ენერგიის წყაროა. ენერგეტიკის ამ დარგის განვითარებით ლიდერი ნორვეგიაა, რომელსაც თითქმის სრულად აქვს ათვისებული წყლის რესურსები. ამ მხრივ საქართველო, რომელიც ასევე მდიდარია წყლის რესურსით, ამ სიმდიდრის მხოლოდ 20%–ს ითვისებს.
ეს იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და მხოლოდ გასულ 2019 წელს რუსეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენილ ელექტროენერგიაში ქვეყანამ $80 მლნ-ზე მეტი გადაიხადა.
ნორვეგიის გამოცდილება
პირველი ჰიდროელექტროსადგური ნორვეგიაში 1885 წელს ააგეს ჩანჩქერზე, რომელიც ხელისუფლებამ სწორედ ამ მიზნით გამოისყიდა. უკვე 1920 წელს ქვეყნის ყველა ქალაქს მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ელექტროფიცირებული იყო მოსახლეობის 64%.
დღეს ნორვეგია ჰიდროგენერაციით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 75%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდში.
ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა საქართველოსას დიდად არ აღემატება (5,3 მილიონი ადამიანი), ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატ/საათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ქვეყანაში 1 600 ჰესია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატს შეადგენს. 1 000-მდე მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესი ჭარბი ჰიდრორესურსების აკუმულირებისთვის გამოიყენება.
ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრე ნორვეგიაში იყოფა ორ კატეგორიად — რეგულირებადი და ცვალებადი. ქარისა და მზის ენერგია ცვალებადია. ელექტროენერგიის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მზისა და ქარის რესურსი ხელმისაწვდომია. იგივე ეხება სეზონურ და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებსაც. თუმცა ნორვეგია წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით წარმატებით ახერხებს ცვალებადი ენერგიის ბალანსირებას.
დღეისათვის ნორვეგიას ათვისებული აქვს საკუთარი ჰიდრორესურსების 60%.
საქართველოს ჰიდრორესურსები
2019 წელს საქართველოს ჰიდროგენერაციამ ჯამში 8,9 ტერავატ/საათი შეადგინა. ქვეყანაში დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ია და მისი 73,3% ჰესებზე მოდის. 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა შემდეგი ტიპის ჰესები: 7 - მარეგულირებელი, 4 - დღიური რეგულირების, 27 - სეზონური, ანუ მოდინებაზე, 53 - მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ ჰიდროგენერაციის 91 ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის ჰესების დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს - იმ ფონზე, როდესაც, განვმეორდებით, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჰიდროგენერაგიის 56% სწორედ მარეგულირებელ, ანუ წყალსაცავიან ჰესებზე მოდის.
ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის ერთ მესამედს გამოიმუშავებს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. სიდიდით მეორე ჰესია ვარდნილის კასკადი. ენგურჰესი და ვარდნილის კასკადი სხვა - შედარებით მცირე ჰესებთან ერთად წარმოადგენენ მარეგულირებელ ჰესებს და წელიწადში დაახლოებით 1990 მგვტ სიმძლავრეს უზრუნველყოფენ.
ზამთარში სეზონურ სადგურებზე წყლის ჩამოდინება მინიმალურია და შესაბამისად, მათი გამომუშავებაც მცირეა. ამასთან, ეს პერიოდი ხასიათდება მაღალი მოხმარებით, ამიტომ ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტურია. მოხმარების დაკმაყოფილება ხორციელდება ძირითადად რამდენიმე მარეგულირებელი ჰესის (ენგურჰესი, ხრამჰესი 1,2, ვარდნილჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ჟინვალჰესი) მიერ წყალსაცავებში დაგროვებული წყლის ხარჯზე, ასევე გარდაბნის თბოელექტროსადგურებით (N 3, 4, 9 ბლოკები, აირტურბინა, კომბინირებული სადგური) და მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბაიჯანი) იმპორტირებული ენერგიით.
საქართველოს ჰიდროპოტენციალი და ათვისების ოპტიმალური სტრატეგია
ფაქტია, რომ ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სჭირდება წყლის შემგროვებელი სადგურების მშენებლობა. ეს აამაღლებს სისტემის მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიმძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას. ჰიდრორესურსების აკუმულირება სწორედ წყალსაცავიან ჰესებშია შესაძლებელი: მათ ენერგეტიკული ზამთრის პერიოდში, ანუ იმ თვეებში ავითვისებთ, როდესაც საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობს.
"ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს რეზერვუარიანი ჰესების დიდი პოტენციალი და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი მოდინებაზეა დამოკიდებული. რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია", — განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები