ოპოზიცია მრეწველებისთვის დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მიცემას აპროტესტებს
ფოტო: Shutterstock
საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც წელწადში 300 000 ლარს გულისხმობს, პარტია თოფაძე-მრეწველებიც მიიღებს.
პარლამენტის პირველივე სხდომაზე შეიქმნა ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები". პარლამენტში შესული ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე 18 ნოემბერს უმრავლესობასთან გაერთიანდა და 6 კაციანი ფრაქციის ფორმირების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ქართული ოცნების რიგებიდან მასთან გაერთიანდნენ ქართული ოცნების დეპუტატები.
ამ პროცესის შედეგად, მრეწველებმა ცესკოში წევრის ყოლის უფლება შეინარჩუნეს და საბიუჯეტო დაფინანსებიდან 300 000 ლარი დაემატათ.
ოპოზიციის პროტესტი
გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ სისტემა არასწორია, რადგან ხალხის გადასახადებით ის ხალხი ფინანსდება, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ:
"საქართველოში პოლიტიკური კლასი ძირითადად წარმოდგენილია ისეთი ადამიანებისგან, რომლებმაც ჰალსტუხის შეკვრისა და ხალხის დაბოლების მეტი არაფერი იციან. ეს სისტემა შესაცვლელია, რადგან ეს ადამიანები პოლიტიკაში იმიტომ მოდიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის დაფინანსება მიიღონ. მრეწველების შემთხვევაშიც ასე მოხდა, ქართულ ოცნებას სურდა, რომ ერთ კონკრეტულ პარტიას მიეღო ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება და მისცეს".
ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ მრეწველების პარტიისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა ქართული ოცნების სურვილი და ხელოვნური პროცესი იყო, და არა ამომრჩევლის ნება:
"მრეწველებს მიეცათ კომისიაში წევრების დანიშვნის საშუალება, ისე, რომ მათ რეალურად ამომრჩევლის მხარდაჭერა არ მიუღიათ, რაც არის კანონის მიზანი - დაფინანსებას იღებდნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე იღებენ ხალხის ნდობას. ამ შემთხვევაში დაფინანსება მიიღო იმ პარტიამ, რომელიც იმსახურებს ივანიშვილის ნდობას".
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი თამარ კეკენაძე არაკანონიერს უწოდებს იმას, რომ მრეწველებმა საბიუჯეტო დაფინანსება და ცესკოს კომისიაში ადგილი მიიღეს:
"მრეწველებმა არჩევნებზე მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 0,78%, თავისუფალმა დემოკრატებმა კი - 4,63%, თუმცა მაინც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში და არა მათ. მათ ასევე არაკანონიერი გზით მიიღეს საბიუჯეტო დაფინანსება და ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში".
მრეწველების პოზიცია
პარტია "თოფაძე-მრეწველების" თავჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პროცესები კანონმდებლობის მიხედვით წარიმართა და საარჩევნო კომისიაში ადგილის და საბიუჯეტო დაფინანსების მიღებით უკანონო არაფერი მომხდარა.
"ჩვენ გვეკუთვნის ეს ყველაფერი, თუ შევქმნით ფრაქციას. ფრაქციის შექმნაში თუ ვინმე დაგვეხმარა, ამაში არაფერი გასაკვირი არაა. ჩვენ უმრავლესობაში ვიყავით და უმრავლესობაში ვართ კიდევაც. ჩვენ პარტნიორები ვართ, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეწყობა კი არ იყო, ხელშეშლა არ ყოფილა [ქართული ოცნების მხრიდან]" - აცხადებს ტყემალაძე რუსთავი 2-თან საუბრისას.
თოფაძე მრეწველებმა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას, პროპორციული გზით სულ 13 788 ხმა მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები