დღეიდან სილამაზის სალონები გაიხსნა — როგორ უნდა ისარგებლოთ მათი სერვისებით
ფოტო: გვანცა ნემსაძე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს, 18 მაისიდან სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.
როგორც უკვე ცნობილია, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, ანუ თქვენ მათი სერვისებით სარგებლობას, მხოლოდ დადგენილი წესების მიხედვით შეძლებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი სალონური მომსახურების მიღება გსურთ:
- რიგებისა და თავშეყრის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, რათა სალონის შიდა სივრცეში მოცდა არ მოგიწიოთ;
- უნდა მიხვიდეთ სალონში თუ ესთეტიკის ცენტრში დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);
- არ უნდა მიხვიდეთ მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;
- მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროთ ხელის ჰიგიენა;
- უნდა დაიცვათ ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები. იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ამ დროს დაცული უნდა იყოს თქვენს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- ანგარიშსწორებისას სასურველია გამოიყენოთ ბარათი.
ძირითადი რეკომენდაციები:
- დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს — 5მ2 ფართობზე უნდა იყოს დაშვებული ერთი მომხმარებელი და სპეციალისტი. თითოეულ სამუშაო მაგიდას შორის დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის უნდა გამოიყენონს ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომლის გარეცხვა ან გაწმენდა შეიძლება;
- სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, თანამშრომლებსა და ვიზიტორებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარონ;
- შესასვლელებში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან.
დამსაქმებლის ვალდებულებები:
- თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განთავსდეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
- სამუშაო ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- თანამშრომლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;
- გამოყენებული თეთრეული ცვლისა და რეცხვის რეჟიმი უნდა იყოს დაცული;
- სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და მიაწოდოს ინფორმაცია მათი სწორად გამოყენების შესახებ;
- სამუშაო პროცესში გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და აღჭურვილობას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია;
- დღეში რამდენჯერმე უნდა განიავდეს სივრცე;
- დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები ან ჰიგიენური ნარჩენები უნდა განთავსდეს დახურულ კონტეინერში, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკი ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით უნდა ამოიღონ და დროულად გაიტანონ;
- ანგარიშსწორების მაგიდაზე უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე ბარიერი, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით;
- ყოველი სამუშაო დღის შემდეგ სივრცე სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს.
დასაქმებულის ვალდებულებები:
- კლიენტმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენა. სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულოა;
- სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა გამოიყენოს დაცვის საშუალებები;
- უნდა ჰქონდეს შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;
- ფლობდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგ პრაქტიკაა;
- მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდეგ სამუშაო სივრცის ზედაპირები და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს;
- ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან თავი შეიკავოს. მუშაობის პროცესში თმა შეიკრას, რათა თმები სახეს არ ეხებოდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები