გირჩი პრეზიდენტს: თავს იტყუებთ თუ გგონიათ, რომ ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
პოლიტიკური პარტია გირჩი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, იმის საფუძველზე, რომ მან გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკლისის აღმოფხვრის მოტივით.
გირჩი აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდა კაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთის ტოლფასია.
პარტიის თქმით, ახალგაზრდა კაცები სავალდებულო სამხედრო გაწვევიდან თავის ასარიდებლად საკუთარ სხეულს ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ, საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ და არც გამოცდებს აბარებენ.
"ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ".
გთავაზობთ გირჩის მიმართვას სრულად.
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,
გუშინ თქვენ განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკლისის აღმოფხვრის მოტივით.
ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური?
სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოსგან ძალადობის შიშით. თავისუფლებააღკვეთილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამს, აიძულებთ დგომას სახელმწიფო უწყებების შლაგბაუმებთან და სასჯელაღსრულების ობიექტების კოშკურებზე სხვა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების სადარაჯოდ. ამ ფორმით თქვენ, საქართველოს კონსტიტუციის გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ შრომა თავისუფალია.
გასაგებია, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ქვეყნის უსაფრთხოებაა, რომელსაც თქვენი აზრით, პირადი შემადგენლობის, ადამიანურ ენაზე კი პერსონალის დეფიციტის პრობლემა აქვს და ამ საბაბით ოთხიდან ერთ ადამიანს აიძულებთ დაგიცვათ.
იცით თუ არა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ უკვე ათასობით ახალგაზრდას წაართვით ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები სახელმწიფოს კლანჭებს დაუსხლტნენ, ისინი, ნამდვილი პატიმრების მსგავსად, საკუთარ სხეულს ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ; საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ და არც გამოცდებს აბარებენ; მიდიან ქვეყნიდან; ერთი წლით საკუთარი თავის გამოსასყიდად გიხდიან 2000 ლარს და ა.შ., კონკრეტული ოჯახის ფინანსური შესაძლებლობისა და ადამიანების კრეატიულობის შესაბამისად.
ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ.
გვესმის, რომ მთავარსარდლის როლის მორგებას ცდილობთ, მაგრამ იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ თუ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების თავისუფალ ნებას პატივს არ სცემს, მაშინ ამ მოქალაქეებს სახელმწიფოს პატივისცემას ვერავინ მოსთხოვს.
პატივისცემით,
„გირჩი“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები