გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით თუ არა ძიძა ან რესტორანმა თუ არ დაადასტურა, რომ მღეროდით, ისე ვარიგოთ ფული? — მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომპენსაციას ვერ გასცემენ, რადგან თავად გამოძიებას ვერ ჩაატარებენ, მუშაობდა თუ არა კონკრეტული პირი ძიძად ან მომღერლად. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო, "ვიღაცები დარჩებიან დახმარების მიღმა".
"სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ, უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ: იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.
ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული?" — განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ჯობდა ასეთი პირებს "წლების განმავლობაში" სამინისტროს გაცემული რჩევა გაეთვალისწინებინათ და დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად. მისი თქმით, 30 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში არაფერს გადაიხდიდნენ და ახლა მათი პოვნა მარტივი იქნებოდა.
"არანაირი მაღალი დაბეგვრის რეჟიმში არავინ არ ხვდებოდა. არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, არც დამლაგებელი. იმიტომ, რომ წლიური შემოსავალი 30 000 ლარს მარ აჭარბებს. შესაბამისად, ნული იყო გადასახადი და ამით ჩვენ იოლად მოვძებნიდით. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ დაიფიცოს, მეზობელმა თქვას?", — განაცხადა მაჭავარიანმა.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ გადაწყვიტა კომპენსაცია ჩაურიცხოს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. კერძოდ, თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, თუ დაადასტურებენ, რომ მათ შემოსავალი ჰქონდათ. ხოლო დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლას, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ.
გაიგეთ მეტი:
- როგორ უნდა მიიღონ კომპენსაცია თვითდასაქმებულებმა — რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
- პირველი მაისის შემდგომ ხელფასი ვისაც ჩაერიცხება, კომპენსაციას ვერ მიიღებს
- ვინც შემოსავალი დაკარგა და კომპენსაციას იღებს, საბანკო სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადდება
- ბოლო მონაცემით, შრომითი ურთიერთობა 78000 პირს შეუწყდა ან შეუჩერდა — შემოსავლების სამსახური
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები