Dealz.ge — კორპორაციული ბენეფიტების პროგრამა კომპანიებისა და დასაქმებულებისთვის
ფოტო: Dealz.ge / FB
სასურველი ნივთის შესაძენად ხშირად ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. უამრავი კითხვა ჩნდება — რამდენად მოგვცემს ჩვენი ფინანსები ამ ნივთის შეძენის საშუალებას? განვადება ხომ არ სჯობს ან ხომ არ არის რაიმე "ფარული" გადასახადი, რომელსაც მოულოდნელად აღმოვაჩენ? სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე იზრუნეს Dealz.ge-ში და კომპანიებისა და დასაქმებულებისთვის კორპორაციული ბენეფიტების პროგრამა შექმნეს.
Dealz.ge-ს ონლაინ კომერციის პლატფორმაზე კომპანიების დარეგისტრირების შემდეგ თანამშრომლებს საშუალება აქვთ ნივთი მოქნილი პირობებით როგორც ერთიანი გადახდის, ისე გადავადებული გადახდის მეთოდით შეიძინონ. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას სთავაზობს Dealz.ge კომპანიებს და როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ მათი სერვისებით.
როგორ ვისარგებლოთ Dealz.ge-ს სერვისით?
Dealz.ge-ზე ნახავთ მსხვილ თუ წვრილ საოჯახო ტექნიკას, ტელევიზორებს, ტელეფონებს, კომპიუტერულ ტექნიკას, ბავშვის მოვლისთვის საჭირო აქსესუარებს, სამშენებლო ხელსაწყოებს, სკუტერებს, მოპედებს და ავტომობილის საბურავებსაც კი.
ნივთის შესაძენად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდგომ Dealz.ge თქვენს დამსაქმებელთან ვერიფიკაციის პროცესს გაივლის, რომლის დასრულებისთანავე თქვენ გამოგეყოფათ ლიმიტი და სასურველ ნივთს მისი ღირებულების გადავადებული გადახდით შეიძენთ.
მარტივად, იმისთვის, რომ გადავადებული გადახდის პროგრამაზე წვდომა გქონდეთ, თქვენი დამსაქმებელი dealz.ge-ის პროგრამის წევრი უნდა იყოს, თქვენ კი უბრალოდ 5-7-წუთიანი რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.
ფოტო: Dealz.ge
გადახდის გადავადებული გრაფიკით სარგებლობისას თქვენი ბარათით მხოლოდ პირველად თანხას იხდით, ხოლო დარჩენილ გადახდებს ყოველთვიურად თქვენი კომპანია ხელფასიდან შესაბამისი თანხის დაქვითვით უზრუნველყოფს. ყოველთვიურად დასაფარი თანხის მაქსიმალური რაოდენობა კი თქვენი შემოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული.
კომპანიის მიზნებსა და ბენეფიტების პროგრამის კონცეფციაზე მისი დამფუძნებლები გვესაუბრნენ.
კომპანიაში გვიყვებიან, რომ მიზნად დაისახეს, კორპორაციული კლიენტებისთვის დამატებითი სერვისების შეექმნათ, მათ კი, თავის მხრივ, თავიანთ თანამშრომლებზე გაევრცელებინათ გადავადებული გადახდის შესაძლებლობა და დანაზოგის არქონის მიუხედავად, სწრაფად მიეცათ წვდომა პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
კომპანია ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ამჟამად ოთხი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის სახელი "დილზ" — ხელსაყრელი გარიგებები კი მოკლედ და კარგად აღწერს მათ მომსახურებას.
დილზს ორი მთავარი სამიზნე აუდიტორია ჰყავს — კომპანიები, რომელთაც სურთ მინიმალური დანახარჯით თავიანთ თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები მიაწოდონ და მეორე — დასაქმებული ადამიანები, რომელთაც უნდათ მოქნილი გადახდის პირობებით წვდომა ჰქონდეთ პირველადი მოხმარების ნივთებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დილზი დაინტერესებულ კომპანიებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. კონკრეტულად კი კომპანიებს, რომლებიც დილზის სერვისით ისარგებლებენ, არანაირი ფინანსური ვალდებულება არ დაეკისრებათ. უფასოა მათი ამ სისტემაში ჩართვაც.
"იზრუნე შენს თანამშრომლებზე" — ესაა დილზის მთავარი მოწოდება კომპანიებისთვის. "თუ თანამშრომელს საშუალოზე ნაკლები ხელფასი აქვს და მას, მაგალითად, გაუფუჭდება მაცივარი, ის ახლის შეძენას ერთიანი გადახდით ვერ შეძლებს. თუმცა, თუ კომპანია ჩვენი სერვისით სარგებლობს, მაშინ თანამშრომელი სასურველ ნივთს ერთი "კლიკით" შეიძენს," — გვიყვება დილზის წარმომადგენელი.
სერვისის მოხერხებულობა ის მთავარი ნიშანია, რითაც კომპანია გამოირჩევა და დასაქმებულებსაც სწორედ ამას სთავაზობს. არანაირი ფარული გადასახადი, წინსწრების საკომისიო თუ სხვა ხარჯი. სასურველი ნივთისთვის გადასახადი ავტომატურად ხელფასიდან ფინანსური განყოფილების მიერ იჭრება, ხოლო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.
დილზის სერვისი ყველაზე დროულია კორონავირუსის შემდგომი კრიზისისთვისაც. ის დაეხმარება კომპანიებს როგორც ზოგადად ორგანიზაციულ, ისე ინდივიდუალურ — თანამშრომლის დონეზე საკმაოდ რთული პერიოდი ბევრად უფრო სარგებლიანი გახადონ. "კარანტინში ადამიანებს არსებული დანაზოგების დახარჯვა მოუწიათ , ამიტომ სასურველ ნივთებზე ხელმისაწვდომობისთვის dealz.ge კარგი გამოსავალია", — ამბობენ კომპანიაში.
კორონავირუსმა პრობლემები თავად დილზსაც შეუქმნა — დროებით შეჩერდა რამდენიმე კორპორაციასთან პარტნიორობის დაწყების პროცესი, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა და კრიზისის მეტ-ნაკლებად გადავლის შემდეგ დაინტერესებაც უფრო გაიზარდა.
დილზში გვიყვებიან, რომ ამ ტიპის სერვის პროვაიდერი საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს. "საბანკო განვადებებისგან განსხვავებით საპროცენტო განვადების ინტერესი, გადასახადები, საბუთები თუ სხვა სახის ბარიერები აქ არ დაგხვდებათ. დამსაქმებლის ჩართვის შემთხვევაში ჩვენი სერვისი ძალიან გამჭვირვალე და კომფორტულია", — ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები.
კომპანიას კიდევ ერთი რამ გამოარჩევს — ისინი კავკასიაში პირველები არიან, რომელთაც 100%-ით უარი თქვეს ფურცელზე და მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლასა და ხელმოწერას იყენებენ.
ასე რომ, თუკი გსურთ მარტივად, მოქნილი პირობებით შეიძინოთ სასურველი ნივთი, სთხოვეთ თქვენს დამსაქმებელს ჩაერთონ dealz.ge-ის ბენეფიტების პროგრამაში ან მისწერეთ კომპანიას მეილზე info@dealz.ge. კომპანიის წარმომადგენლები თვითონ დაუკავშირდებიან თქვენს ხელმძღვანელებს და dealz.ge-ის სერვისის უპირატესობებს გააცნობენ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ მათ ვებგვერდს.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები