ლანა დელ რეის ორაზროვანმა პოსტმა ქალების შესახებ დიდი ხმაური გამოიწვია — გაიგეთ მეტი
ფოტო: Getty / ABC
- ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტით განაცხადა, რომ ყელში ამოუვიდა ბრალდება ძალადობის რომანტიზაციასთან დაკავშირებით;
- მომღერალმა ბიონსე, არიანა გრანდე, ქარდი ბი და ნიკი მინაჟი ახსენა, რომელთაც, მისი თქმით "ნომერ პირველი ჰიტები ეკუთვნით სექსუალურობისა და სიშიშვლის შესახებ";
- დელ რეი უმეტესად ფერადკანიანი შემსრულებლების ჩამოთვლის გამო ღიად გააკრიტიკეს, რასაც ის მოგვიანებით გამოეხმაურა.
ლანა დელ რეიმ წლების განმავლობაში არსებულ ბრალდებას უპასუხა, რომლის თანახმადაც ის ძალადობას გლამურულად წარმოაჩენს.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში მომღერალი სხვა მუსიკოსებს, ფემინიზმს, ქალთა უფლებებს და გენდერულ როლებს შეეხო.
კითხვა მაქვს კულტურასთან. ახლა, როცა Doja Cat-ს, არიანას, კამილას, ქარდი ბის, ნიკი მინაჟსა და ბიონსეს ნომერ პირველი ჰიტები აქვთ სექსუალურობის, სიშიშვლის, ღალატის და ა.შ შესახებ, შემიძლია დავუბრუნდე იმაზე სიმღერას, თუ როგორ შეიძლება სიყვარულის გამო თავი სასურველად იგრძნო, მაშინაც კი, როცა ურთიერთობა იდეალური არაა?! ან ვიმღერო ფულისთვის ცეკვაზე ან რაიმეზე, რაც მინდა, იმის გარეშე, რომ ძალადობის გლამურიზებისთვის ჯვარზე არ გამაკრან??
მომბეზრდა ქალი მწერლებისგან და ალტერნატიული მომღერლებისგან იმის მოსმენა, რომ ძალადობას გლამურულად წარმოვაჩენ, როცა რეალურად, გლამურული ადამიანი ვარ, რომელიც ემოციურად ეხმიანება რეალობას: ძალადობრივი ურთიერთობები მთელი მსოფლიოს გარშემო ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.
როცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალებს ბოლოს და ბოლოს მისცეს უფლება, ყველა თემას გამოხმაურებოდნენ, საცოდაობად მეჩვენება, რომ ჩემი ლირიული დაკვირვება ჩემს პასიურ თუ "მორჩილ" როლზე ურთიერთობებში, ვიღაცების აზრით, ქალთა უფლებებს ასობით წლით უკან სწევს.
მე არ ვამბობ, რომ ფემინისტი არ ვარ, მაგრამ ფემინიზმში უნდა იყოს ადგილი ჩემნაირი ქალებისთვის - რომლებიც გამოიყურებიან და ფიქრობენ ჩემსავით - ქალებისთვის, რომლებიც ამბობენ "არას", მაგრამ კაცებს "კი" ესმით, რომლებსაც უმოწყალოდ აკრიტიკებენ საკუთარი ნაზი, გულწრფელი ბუნებისთვის, ქალებისთვის, რომელთაც ისტორიებსა და ხმებს ან მათზე ძლიერი ქალები ართმევენ, ან — ქალთა მოძულე კაცები.
მე ყოველთვის გულწრფელი და ოპტიმისტურად განწყობილი ვიყავი იმ რთული ურთიერთობების შესახებ, რომლებიც მქონია. ასეთ განწყობაზე შეიქმნა ჩემი სიმღერები.
ახალი ამბავი: ასე გრძნობენ თავს სხვა ქალებიც.
ლანა დელ რეიმ ისიც თქვა, რომ ამ თემებზე უფრო ვრცლად თავის მომავალ პოეზიის კრებულებში ისაუბრებს.
ფანებმა და ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ლანა დელ რეიმ უმეტესად არათეთკანიანი შემსრულებლები ჩამოთვალა.
"განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ლანა დელ რეიმ კონკრეტულად შავკანიანი მომღერლები ჩამოთვალა, რითაც ფაქტობრივად გააბათილა ის არგუმენტი, რომ თანამედროვე კულტურა, რომელიც ქალების გაძლიერების მოტივით ოპერირებს, თვალს ხუჭავს რთულ და არეულ ურთიერთობებზე", — ნათქვამია The Guardian-ის მუსიკის განყოფილების რედაქტორის ლორა სნეიპსის სტატიაში, — "რთულია ამ აზრს თავი აარიდო, რომ მუსიკოსი, რომელიც შავკანიანთა კულტურას აქტიურად იყენებს შემოქმედებაში, ხაზს უსვამს რომ ამ მომღერლების სექსუალიზებული სურათები უფრო აზიანებს ფემინიზმს, ვიდრე მისი ტექსტები ძალადობასა და "ცუდ ბიჭებზე". შავკანიანი ქალების ფეტიშიზაცია ისტორიული რასიზის ერთ-ერთი ნაწილია, რაც ამ შემსრულებლებს ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ამყოფებს, ვიდრე ლანა დელ რეი ოდესმე გამოცდის".
მოგვიანებით ლანა დელ რეი ამ კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მომღერლები იმიტომ აარჩია, რომ მისი ფავორიტი მუსიკოსები არიან: "არ გაბედოთ, რასისტი მიწოდოთ"
34 წლის მუსიკოსმა ისიც დაამატა, რომ შეეძლო, უკეთესად განემარტა კონტექსტი, რომელშიც ეს მუსიკოსები ახსენა.
ერთი მხრივ, ლანა დელ რეიმ სწორი აქცენტი დასვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ძალადობრივი ურთიერთობების რომანტიზებას ედავებიან ტექსტების გამო, როცა მამაკაც შემსრულებლებს შეუძლიათ რეალურად მოძალადეები იყვნენ და მათი კარიერა ამით არ მთავრდება.
მეორე მხრივ კი, რთულია იმის იგნორირება, რომ ნაცვლად პატრიარქალური სტრუქტურების კრიტიკისა, მან სამიზნედ ის ქალები აირჩია, რომლებიც ამ სტრუქტურების წნეხს ყოველდღიურ რეჟიმში გრძნობენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები