ცნობილი ქართველი მამების წერილები შვილებს წიგნად გამოიცემა
ფოტო: UNFPA
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი (UNFPA), პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად, პუბლიკაციას „შვილების საკითხავი“ წარადგენს. პუბლიკაცია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
„შვილების საკითხავი“ ცნობილი ქართველი მწერლების მიერ შვილებზე და შვილებისათვის დაწერილ წერილებს აერთიანებს. პუბლიკაცია კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ნაწილია, რომლის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების, ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვებზე ზრუნვაზე და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.
ამ წიგნში ქართველი მამები შვილებზე და შვილებისთვის წერენ, და რადგან ისინი ამავე დროს ცნობილი მწერლები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები არიან, მათი ტექსტები განსაკუთრებით ფასეულია.
მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენი დროის ათი მცნება“ 1924 წელს დაიწერა, მაგრამ ახლაც სადღეისო და აქტუალურია.
სანამ ოთარ ჭილაძე შვილების ამბავს მოგვიყვებოდეს, პოემის დასაწყისშივე ნათქვამი „ბევრი სურვილი გაქრა თავისით“ გამზადებს იმისთვის, რომ ეს ამბავი მხოლოდ პირადი არ იქნება. ავტორის ჩანაფიქრი ასეთია: თავიდანვე, ბავშვობიდანვე გახსნას ის სივრცე თაკოს და ზაზას წინაშე, სადაც ისინი საკუთარ თავსაც წარმოადგენენ, სამშობლოსაც, და ამავე დროს, წარსულის გამოცდილებასაც იზიარებენ.
ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები“ ბევრ ჩვენგანს კარგად ახსოვს ბავშვობიდან და ცნობისმოყვარე მკითხველს ისიც ექნება გამორკვეული, დაჩი (აბესალომ) იოსელიანი მწერლის შუათანა შვილი რომაა.
გელა ჩარკვიანის ვრცელი ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოღებული ორი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრების ორ უმთავრეს მომენტს ასახავს: დაბადებას და სიკვდილს. ამ შემთხვევაში – შვილების დაბადებას და უფროსი ვაჟის – ირაკლის გარდაცვალებას.
გურამ პეტრიაშვილის შვილები მისი ზღაპრების პერსონაჟები არიან, მაგრამ ავტორი ოლიკოს და ირინას ბავშვობას თურმე დაწვრილებით აღწერდა თავის დღიურებში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6% – არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.
“არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი. 2015 წლიდან საქართველო გლობალურ „MenCare“-ს შეუერთდა დევიზით „კაცები ზრუნავენ“. ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს მოიწვიეს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წიგნის პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში” გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები