აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი — 29 წელი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი უკვე 29 წელია დგას მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე. კლინიკის მშენებლობა 1991 წელს დაიწყო, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობას იბრუნებდა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი, გიორგი დიასამიძე მიმართვას ავრცელებს.
"26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! 1991 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამშობლო დამოუკიდებლობას იბრუნებდა, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მოკრძალებული, მაგრამ დიდი გეგმების მქონე დიაგნოსტიკური ცენტრის არსებობას ეყრებოდა საფუძველი, რომელსაც სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტი ეწოდა და ქვეყანაში დიაგნოსტიკური მიმართულების განვითარებაზე აიღო გეზი.
ინსტიტუტის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ბაბუაჩემი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლდათ, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებისას ერთი ოცნება ჰქონდა: "ვოცნებობ, საქართველოში დიაგნოსტიკური მიმართულების განვითარება ევროპულ დონეზე მოხდეს". მას ეჩქარებოდა დაბრუნება, სხვა ქვეყანაში აღიარებას, უამრავ საინტერესო პერსპექტივას არჩია, თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი სამშობლოსთვის გაეზიარებინა და ეს ნაბიჯი არასდროს უნანია. ინსტიტუტი, როგორც მას 29 წლის წინათ უწოდეს, მხოლოდ 1-ელ სართულზე იყო განლაგებული და 15 ადამიანისგან შედგებოდა, რესურსების სიმწირისა და ბევრი წინაღობის მიუხედავად, კლინიკის თითოეული თანამშრომლის მთავარი ამოცანა იმ დროიდან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა იყო.
მოთმინებამ, რწმენამ და შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი! აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი 6 კორპუსს და 500-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ბაბუას ჩანაფიქრი რეალობად იქცა — 10 ოთახისგან დაკომპლექტებული ინსტიტუტი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა!
29-წლიანმა ისტორიამ კვალიფიციური ექიმების ცოდნა და გამოცდილება გააერთიანა, ჩვენს გუნდს შემატა არაერთი ახალგაზრდა ექიმი, რომელთა შრომამ და ენთუზიაზმმა კიდევ უფრო გააძლიერა მათი პროფესიონალიზმი. მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისკენ სწრაფვის სურვილით, კლინიკა დაკომპლექტებულია ულტრათანამედროვე აპარატურით, არაერთი უნიკალური სერვისით და გამორჩეული, კომფორტული და მყუდრო გარემოთი.
რომ არა ჩვენი პაციენტები, მათი ახლობლები, რომლებიც ყოველდღიურად გვანდობენ თავიანთ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ სიმაღლეზე ყოფნას, სადაც ვართ. ეს ის ძალაა, რომელიც ვერასდროს გაგვაჩერებს, ვერასდროს მისცემს ჩვენს ექიმებს დანებების უფლებას, ეს ნდობა შეუფასებელია, ვუფრთხილდებოდით და ყოველთვის გავუფრთხილდებით რწმენას, რომელიც პაციენტებს ჩვენი კლინიკის მიმართ უჩნდებათ. იყო ექიმი, ნიშნავს, ცხოვრობდე პაციენტისთვის, გახდე მისთვის უახლოესი ადამიანი, ის, ვინც გზის საწყისიდან გამოჯანმრთელების ბოლო საფეხურამდე მის გვერდით იქნება.
ვამაყობ, რომ უამრავ სასიკეთო სიახლესთან, წარმატებასა და გამარჯვებებთან ერთად, ჩვენ ერთად გამოვიარეთ უდიდესი დანაკლისი, სირთულეები, მაგრამ დავრჩით ერთ მუშტად, ერთ გუნდად, რომლისთვისაც ყოველთვის მთავარი იყო პაციენტი, მასზე ზრუნვა. ექიმი, პირველ რიგში, გულისხმობს განუზომელ, უპირობო სიყვარულს საკუთარი პროფესიის მიმართ, თავდადებული ხარ ერთი მთავარი მიზნისთვის — გამოაჯანმრთელო, მისცე სიცოცხლის ხალისი, გაუუმჯობესო ცხოვრების ხარისხი და იყო ბედნიერი მისი კარგად ყოფნით. მადლიერი პაციენტების თვალები არის ის სინათლე, რომელიც თითოეული ჩვენი ექიმისთვის მთავარი ჯილდოა.
ვამაყობ ჩვენი პერსონალით, რომელიც იზიარებს კლინიკის ფასეულობას და ყველაზე რთულ, არასტაბილურ სიტუაციაშიც კი რჩება ერთ გუნდად, ჩვენ ერთად შევძელით, შეგვენარჩუნებინა და გაგვეგრძელებინა ისტორია, რომელიც უკვე მსოფლიოსთვის ცნობილია და თოდუას სამედიცინო ცენტრი ჰქვია.
მინდა, თითოეულ იმ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც 29 წელია ქმნის ამ კლინიკის ისტორიას, მადლობა გადავუხადო ჩვენს პაციენტებს და მათ თანხმლებ პირებს. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, ღირსეულად მოვსულიყავით 2020 წლამდე. გვაქვს თქვენი იმედი და გაძლევთ პირობას — ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, თბილისის იმ უძველეს უბანში, სადაც ჩვენი კლინიკა მდებარეობს, გეგულებოდეთ მეგობრული და თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი ადამიანები!
2020 წელს ჩემი ოცნებაა, კვლავ ღირსეულად ვიდგეთ თქვენს გვერდით, თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები