რუსეთი ღია ცის შეთანხმებით სადამკვირვებლო მისიას დაუშვებს, თუ საქართველო მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს.
რუსული მხარე საქართველოს ღია ცის შეთანახმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი დარღვევა რატომღაც არ იწვევს აღშფოთებას არც აშშ-ს და არც შეთანხმების სხვა წევრების მხრიდან.
"აშკარაა, რომ დასავლეთი მზადაა დათმოს ღია ცის შეთანხმება იმის ფასად, რომ გაზარდოს ოფიციალური თბილისის ამბიციები და უბიძგოს მას რუსეთთან კონფრონტაციისკენ", — აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
ამასთან, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 10-კილომეტრიანები ზონების ფართობი არცთუ ისე დიდია, ის რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი ფართობის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს და ტექნიკურად, დაკვირვების სხვადასხვა აპარატურის გამოყენებით, შესაძლებელია მითითებული ზონების გამოსახულება გარანტირებულად მიიღონ მათ საზღვრებში შეფრენის გარეშე.
მათივე მტკიცებით, შეთანხმების შენარჩუნებისა და სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით, რუსეთმა 2018 წლის აპრილში 10-კილომეტრიანი შეზღუდვა გააუქმა და სადამკვირვებლო ფრენები კავკასიაში საზღვრებთან დაუშვა.
"საქართველოს ცა მთლიანად დახურულია ღია ცის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ან სხვა ქვეყნების მისიებისთვის, რომლებშიც მონაწილეობს რუსეთის მხარე. ამით საქართველო არღვევს ამ შეთანხმების საკვანძო პუნქტს, რომლის თანახმადაც შეთანხმების წევრ ყველა ქვეყანას აქვს უფლება სადამკვირვებლო ფრენები აწარმოოს ერთმანეთში და ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ასეთი ფრენები. საქართველოს მხრიდან ასეთი დარღვევა რატომღაც არ იწვევს აღშფოთებას არც აშშ-ს და არც სხვა წევრების მხრიდან მაშინაც კი, როცა 2018 წელს ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ვერ განხორციელდა ვერც ერთი ფრენა საქართველოში. აშკარაა, რომ დასავლეთი მზადაა დათმოს ღია ცის შეთანხმება იმის ფასად, რომ გაზარდოს ოფიციალური თბილისის ამბიციები და უბიძგოს მას რუსეთთან კონფრონტაციისკენ.
სამწუხაროდ, თბილისის დესტრუქციული პოზიცია არ შეცვლილა, რის შედეგადაც 2019 წლის აპრილში რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის ტერიტორიაზე 10-კილომეტრიან ზონებში სადამკვირვებლო ფრენაზე შვეიცარიის, გერმანიისა და აშშ-ს ერთობლივი მისიისთვის.
ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, რაც საქართველოს დესტრუქციულმა პოზიციამ გამოიწვია, 2019 წელს სადამკვირვებლო ფრენების განახლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლიანი მიდგომის დამსახურებით. ჩვენ არ მოითხოვეთ საქართველოზე ფრენის კვოტა, თუმცა ამის სრული უფლება გვქონდა.
რუსეთი მზადაა დაუშვას მითითებულ ზონებში სადამკვირვებლო მისიები იმ პირობით, თუ საქართველოს ექნება შემხვედრი მზაობა უარი თქვას ამჟამინდელ პოზიციაზე, რომელიც შეუთავსებელია ღია ცის შეთანხმების პირობებთან და უზრუნველყოს რუსული ფრენები საკუთარ ტერიტორიაზე", — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ღია ცის ხელშეკრულება 2002 წლიდან ამოქმედდა და ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებას გულისხმობს.
საქართველომ ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან 2012 წელს შეაჩერა, რადგან მან ხელშეკრულები არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო 10 კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს "ქვეყნები" არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ღია ცის შეთანხმებას ტოვებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მან ამის მიზედად რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა დაასახელა და ერთ-ერთ მაგალითად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება მოიყვანა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები