ლერი ხაბელოვი

ლერი ხაბელოვი

27 May. 2020, 14:23

სულ ის აზრი მიტრიალებდა, რა უნდა ვთქვა. პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვა, რომ მთელ მსოფლიოში, თუკი სადმე დააგვიანეს, ადანაშაულებდნენ მთავრობებს. აქ, ჩვენთან რატომღაც ბუნებრივად მოხდა ეს მდგომარეობა და ეს წარმატება. რაც გააკეთა მთავრობამ და საკოორდინაციო საბჭომ, მისასალმებელია და ვაფასებთ წარმატებას.

რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ სპორტის მიმართულებით არ გითქვამთ, რა თქმა უნდა, არ უნდა გეთვათ, მაგრამ ახლა გავამახვილებ [ყურადღებას] ძირითადად სპორტზე. ოლიმპიური თამაშები გადაიდო ერთი წლით, მაგრამ ის მზადება, რაც დანიშნული იყო... გახსოვთ, წინა წლებში დიდი წარმატება გვქონდა. ოლიმპირ თამაშებზეც ველოდებოდით ამ შედეგს. გვინდა ტემპი არ დავაგდოთ და დინამიკა გავაძლიეროთ. [...] საუბარი არ არის სპორტის გახსნაზე, საუბარია, ლიცენზირებულ სპორტსმენებზე, ვინც უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპირ თამაშებზე. ამ თხოვნას ჩვენ ფედერაციასთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მოგმართავთ, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ჩვენი მზადება. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლერი ხაბელოვმა, პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას სპორტსმენების მზადების დაწყებაზე დაუსვა კითხვა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…