სათავგადასავლო აქტივობები და საჩუქრები — 20.ge გვასწავლის, როგორ გამოვცადოთ უფრო მეტი
ფოტო: 20.ge
გიფიქრიათ, რომ კახეთის თავზე A-22-ით გადაიფრენდით, კერძო ნავით მტკვარზე გაისეირნებდით, ფასანაურში ჯომარდობისთვის წახვიდოდით ან თუნდაც თედო პაპას მარანში ღვინის ტურს მოაწყობდით? — ამ ყველაფერზე, შესაძლოა, აქამდე უკვე გსმენიათ, მაგრამ ერთად თავმოყრილი არსად შეგხვედრიათ. თანაც, ალბათ, ინტერნეტში ბევრი ძებნის მიუხედავად, ინფორმაციას საინტერესო აქტივობების შესახებ ვერ პოულობდით და შეკითხვებიც ზოგჯერ უპასუხოდ რჩებოდა.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე იზრუნეს ახალგაზრდებმა და "გასაოცარი" ციფრული პლატფორმა — 20.ge შექმნეს, სადაც უამრავი არაორდინალური გამოცდილებაა თავმოყრილი, რომელთა მოსინჯვის შემდეგ, შესაძლოა, ახალი ჰობიც კი გაიჩინოთ.
ინტერნეტში ხშირად ვხვდებით ვებსაიტებს, რომლებიც სხვადასხვა ნივთებს, პროდუქციას ყიდიან, თუმცა, აქამდე არ არსებობდა ისეთი ონლაინ სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის მომსახურება — უფრო სწორად კი "გამოცდილება" იქნებოდა გაერთიანებული. სწორედ ამ მიზნით ექვსი თვის წინ შეიქმნა პლატფორმა 20.ge. ექსტრიმი, საჭმელი და სასმელი, ხელოვნება და კულტურა, სპორტი და თავგადასვალი, ტურები, კლასები და ვორკშოპები — ეს ის ექვსი კატეგორიაა, რომელშიც ამ პორტალზე მრავალი ბრენდი ერთიანდება და მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, მათთვის სასურველი გამოცდილება ან ვაუჩერი 1 წუთში, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინონ ან მეგობარს გაუგზავნონ.
20.ge მათთვის შეიქმნა, ვისაც ახალი გამოცდილების მიღება სურს ან უბრალოდ უნდა დაბადების დღე, ახალი წელი, ვალენტინობა თუ ნებისმიერი სხვა დღე განსაკუთრებულად აღნიშნოს. პლატფორმა მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგოს დრო, ენერგია და თან მიიღოს განსხვავებული სერვისი.
საოჯახო ღვინის ტურები, სპორტული თევზაობა, პარაგლაიდინგი, ცხენით ლაშქრობა, ცხოველების დაბანა და შეკრეჭვა — 20.ge ნამდვილად გასაოცარ შესაძლებლობებს გპირდებათ, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. აქ ბევრ უჩვეულო აქტივობასაც იპოვით, ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, პირველადაც გაიგოთ.
პლატფორმის მეშვეობით არამხოლოდ არაორდინალურ აქტივობებს მოსინჯავთ, არამედ სხვადასხვა უნარების ათვისებასაც შეძლებთ — 20.ge-ზე კულინარიის მასტერკლასები, მოტოციკლისა და სატვირთო მანქანის მართვის გაკვეთილები და ქართული ლურჯი სუფრის მომზადების ვორქშოპიც შეგხვდებათ.
"ჩვენ, ისევე როგორც სხვები, მუდამ ვეძებდით ახალ გამოცდილებასა და თავგადასავლებს. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საიტი სადაც ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნებოდა. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან ძალიან კომფორტული და ამავდროულად ინოვაციური გადაწყვეტილება იყო საჩუქრის ფუნქციის დამატება, რადგან ახლა ნებისმიერ ადამიანს უმოკლეს დროში შეუძლია მეგობარს, თანამშრომელს, საყვარელ ადამიანს ყველაზე გამორჩეული და არაორდინალური საჩუქარი გაუკეთოს", — გვიყვებიან სტარტაპის დამფუძნებლები.
კორონავირუსმა 20.ge-ს, ისევე, როგორც ყველა სხვა სტარტაპს დიდი დაბრკოლება შეუქმნა, თუმცა, რადგან საიტზე შეძენილი გამოცდილებები და ვაუჩერები უვადოა და მათი გამოყენება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მათ მაინც მეტნაკლებად შეძლეს კრიზისის დაძლევა. "ჩვენი მომხმარებლები უკვე ემზადებიან კარანტინის შემდეგ ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად. ვფიქრობთ, ვირუსის შემდეგ იდეალური დრო იქნება, რათა ყველამ მივიღოთ ახალი გამოცდილება და გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში", — ამბობენ 20.ge-ში.
სტარტაპში ამ პერიოდში ერთმანეთის გვერდით დგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გვესაუბრნენ. "ჩვენთან თითოეული ადამიანი, რომელიც გამოცდილებას მასპინძლობს მცირე ბიზნესის მფლობელია ან თუნდაც საკუთარი ჰობი აქვს შემოსავლის წყაროდ ქცეული, ამიტომ, ვფიქრობთ, მათი მხარდაჭერა საუკეთესო რამა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", — აღნიშნავენ სტარტაპის დამფუძნებლები. უვადო გამოცდილებები და ვაუჩერები კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაეხმაროს მათ, შეიძინოს პროდუქტი, მომსახურება და გამოიყენოს ის მაშინ როდესაც ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
20.ge-ზე ფასების, კატეგორიებისა და ლოკაციების მრავალფეროვნებაა. აქ შეხვდებით როგორც ერთდღიანი აქტივობებსა და ტურებს, ისე — მრავალდღიანსაც. სტარტაპმა კორპორატიული შეთავაზებებიც გაითვალისწინა და ორგანიზაციებს უნიკალური, აქამდე უცნობი თუ კარგად ნაცნობი აქტივობების თანამშრომლებისთვის გაზიარებას ხელსაყრელი პირობებით ჰპირდება.
ამ ყველაფერთან ერთად, 20.ge საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალური საჩუქრის შერჩევაშიც დაგეხმარებათ. მარტივად, თუ თქვენ ვერ პოულობთ სასურველ საჩუქარს, შეგიძლიათ ველიდან — "შექმენი უნიკალური საჩუქარი" სტარტაპს მისწეროთ და ისინი პერსონალური საჩუქრის მომზადებაში დაგეხმარებიან. ვაუჩერების ჩუქება კი კიდევ უფრო მარტივია — თქვენი ადრესატი შეტყობინებას მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს, სადაც თქვენს მიერ გაგზავნილი საჩუქრის შესახებ ინფორმირებული იქნება. ადრესატს ეცოდინება, რომ საჩუქრის გამოყენება მისთვის სასურველ დროს, მასპინძელთან შეთანხმებით შეეძლება.
რაც მთავარია, მალე 20.ge-ს სხვადასხვა მაღაზიის ვაუჩერიც დაემატება, მათი შეძენა და საყვარელი ადამიანებისთვის გადაცემა კი ონლაინ შეგეძლებათ. საყურადღებოა ისიც, რომ მომხმარებელი დაზღვეულია, რადგან ნებისმიერი ჯავშნის, მასპინძლის მიერ ტურის ან გამოცდილების გაუქმების შემთხვევაში, კომპანია თანხას სრულად უბრუნებს. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ, ახალი თავგადასავლებით გაოცდეთ და სხვებიც გააოცოთ.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები