8 რეკლამა, რომელშიც კონკურენტმა ბრენდებმა ერთმანეთს სახალისოდ უპასუხეს
თბილისში რამდენიმე დღის წინ ორი კონკურენტი ბრენდის - REDMED-ისა და Ekimo-ს სახალისო მარკეტინგული დაპირისპირების მომსწრე გავხდით.
კონკურენტ ბრენდებს შორის მარკეტინგული ომები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საყურებელია — განსაკუთრებით მომხმარებლისთვის.
ასეთი სარეკლამო კინკლაობები ყოველთვის არაპირდაპირი უნდა იყოს და რაც უფრო რთულად გამოსაცნობი მინიშნება გაჟღერდება კონკურენტის მისამართით, მით უფრო ხარისხიანად ჩაითვლება ბრენდის მარკეტინგული სტრატეგია.
გთავაზობთ ცნობილ შემთხვევებს, როცა ბრენდებმა ერთმანეთს ნამდვილი ომი გამოუცხადეს და ჩვენ ამაზე ბევრი ვიხალისეთ:
1. პეპსი VS კოკა-კოლა
2013 წლის ოქტომბერში პეპსი თავის უდიდეს კონკურენტს, კოკა-კოლას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა, მარკეტინგული ომი ირიბად წარიმართა, ამიტომ, საკუთარი საიტის ნაცვლად, პეპსიმ 9GAG-ზე განათავსა რეკლამა. მასში პეპსის თუნუქის ქილას კოკა-კოლას მოსასხამი აცვია და თან ახლავს წარწერა: "საშიშ ჰელოუინს გისურვებთ" — რაც კოკა-კოლას სახიფათოდ წარმოაჩენდა.
კოკა-კოლას პასუხმა, რომელიც ასევე 9GAG-ზე გამოქვეყნდა, პეპსის მიერ გადაკრული სარკაზმი ეფექტურად დაჩრდილა. "ყველას სურს, რომ გმირი იყოს" — წერია იმავე სურათზე, რომელშიც პეპსი ჰელოუინისთვის კოლას მოსასხამის ფორმაშია.
2. ჯეოსელი VS მაგთი
სულ რამდენიმე წლის წინ ბრენდებს შორის ომი თბილისშიც ვიხილეთ. მაგთიმ გადაწყვიტა ჯეოსელი დაეტროლა და მისი ოფისის თავზე ვეება პლაკატი განათავსა, სლოგანით "მხოლოდ მაგთი".
ჯეოსელმა საპასუხოდ ფეისბუქის ჰაჰა რეაქცია გამოიყენა, რომელიც 2017 წელს სოციალური ქსელის მთავარი სიახლე იყო და ასე დატროლა კონკურენტი ბრენდი.
3. REDMED VS Ekimo
თბილისში ამჯერად ერთმანეთს ორი ახალი ბრენდი — REDMED და Ekimo დაუპირისპირდა.
Ekimo-მ საკუთარი ახალი საკომუნიკაციო მესიჯით კონკურენტის ბილბორდებზე ადგილობრივი დარტყმები მიიტანა, საპასუხოდ კი REDMED-მა არსებული ბანერი ახლით ჩაანაცვლა და Ekimo-ს მიერ დასმულ კითხვა "როგორ ხარ"-ს პასუხი ასე გასცა: "გაიგე მარტივად - REDMED.GE".
REDMED-ი Ekimo-ს კითხვაზე პასუხის მარტივად გასაგებად კი მომხმარებელს თერაპევტთან უფასო დისტანციურ კონსულტაციას სთავაზობს.
4. აუდი VS BMW
აუდისა და ბე-ემ-ვეს შორის არსებული სარეკლამო დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც მოვსწრებივართ. ავტომობილების გერმანულმა მწარმოებლებმა ბილბორდებით ომი ლოს-ანჯელესში წამოიწყეს. თავდაპირველად აუდის ბილბორდზე ასეთი წარწერა გაჩნდა: "ჭადრაკს მანქანით სიარული მირჩევნია", მოგვიანებით კი შემდეგი გამოწვევით ჩაანაცვლა: "შენი სვლაა, BMW". რა გასაკვირია, რომ კონკურენტმა ბრენდმა ბილბორდი მოპირდაპირე ქუჩაზე იქირავა და უპასუხა: "შახმატი" (Checkmate), რაზეც აუდიმ სიტყვების გათამაშებით უპასუხა: "თავი შეიმოწმე" (Check Yourself).
5. ბურგერ კინგი VS მაკდონალდსი
"რატომ უნდა ჭამო კლოუნთან, როცა შეგიძლია მეფესთან ინადიმო?" — ამ სლოგანით ბურგერ კინგმა მაკდონალდსის სახე, კლოუნი დატროლა და ამ წარწერით ბილბორდები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში განათავსა.
6. Samsung VS iPhone
გახსოვთ დრეკადი iPhone 6 და მის გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ ეფლის ზოგი სმარტფონი მოხრის მცდელობისას ტყდებოდა? არ გაგიკვირდეთ, რომ სიტუაცია სამსუნგმა თავის სასიკეთოდ გამოიყენა და შემდეგი პოსტერი გამოუშვა:
"მხოლოდ მის წინაშე მოიდრიკე მუხლი, ვინც ამას იმსახურებს".
7. AXE VS Old Spice
"ნამდვილი კაცის სუნი შეინარჩუნე", — ეს იყო ამერიკული დეოდორანტის ბრენდის, Old Spice-ის სლოგანი წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც სარეკლამო ბილბორდზე თეთრ რაშზე ამხედრებული კაცი გამოჩნდა, AXE-მა კონკურენტი ბრენდი შემდეგი სლოგანით დატროლა:
"AXE — კაცებისთვის, რომლებსაც ცხენზე ყოფნას ქალის გვერდით ყოფნა ურჩევნიათ".
8. DHL VS FedEx & UPS
ყველაფერი FedEx-მა დაიწყო. ადგილზე მიტანის სერვისმა თავის მანქანებზე DHL-ის მანქანები მიახატა იმის აღსანიშნავად, რომ კონკურენტზე სწრაფები არიან. DHL ვალში არ დარჩა და თავის მანქანაზე მსუბუქი ავტომობილი მიახატა, წარწერით "ყველაზე სწრაფი ექსპრეს საკურიერო სერვისი".
თუმცა, DHL-ს ეს პასუხი საკმარისად არ მოეჩვენა და გადაწყვიტა, რომ FedEx-ის გარდა UPS-სთვისაც გაეკრა კბილი. მან კონკურენტები ერთდროულად დატროლა, როცა სარეკლამო პოსტერში მათი სახელების საწყისები შეაერთა და იდიომი "Fed UP" მიიღო. "მოგბეზრდა?" ამ კითხვას უსვამს DHL მომხმარებელს და ბოლოს საკუთარ თავსაც სთავაზობს.
კი, ნამვილად ჯობდა, FedEx კარგად დაფიქრებულიყო, სანამ DHL-ს განარისხებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი






კომენტარები