"როგორ ხარ?" — EKIMO გვასწავლის, როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე
ფოტო: EKIMO
ფინეთში ხანმოკლე საუბარი არ არსებობს. თავისი სიტყვაძუნწობით ცნობილ ქვეყანაში ორ ადამიანს შორის მოკლე მისალმება და მოკითხვა ძალიან იაშვიათია. სწორედ ამიტომ, ამ სკანდინავიურ ქვეყანაში უცხო ადამიანს არასდროს ეკითხებიან "როგორ ხარ?". თუ ეს კითხვა მაინც გაიჟღერებს, პასუხად აუცილებლად ამომწურავ პასუხს მიიღებენ.
თანამედროვე სალაპარაკო ენამ და ცხოვრების სწრაფმა რიტმმა ამ კითხვას პირვანდელი მნიშვნელობა დაუკარგა და იგი უბრალო ფორმალობად აქცია. თუმცა, ყველაფერს შესაბამისი კონტექსტი აქვს — ექიმის მიერ ნაკითხი "როგორ ხარ" საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგანაც ეს პაციენტისა და მედიკოსის ურთიერთობის პირველი საფეხურია.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მარტივია, თუ იცი, როგორ აუარო გვერდი ჯანდაცვის სისტემის თანმდევ ბიუროკრატიულ სირთულეებს. ვინც ამას ვერ ახერხებს, ხშირად ექიმთან ვიზიტს გამოხატული ჩივილების შემთხვევაშიც კი თავს არიდებს. 2015 წელს მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია მიზეზები, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ ექიმთან ვიზიტისგან. როგორც აღმოჩნდა, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
- სიზარმაცე
- რწმენა, რომ ჩივილი თავისით გაივლის
- დიაგნოზის სიმძიმის შიში
- ექიმთან კომუნიკაციის სირთულე
- მოსაცდელში დიდი ხნით ლოდინი
ეს უკანასკნელი ნამდვილად დიდი პრობლემაა როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. ეს გულისხმობს: ცოცხალი რიგის ნომრის აღებას, პაციენტის ბარათის გახსნას/მოძიებას და კონსულტაციის თანხის გადახდას. ამგვარ ლოჯისტიკურ საკითხებში დახარჯული დრო ხშირად ექიმთან ვიზიტზე საერთოდ უარის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. როგორც კვლევიდან ჩანს, ამგვარი დაგვიანებით ყველაზე მეტი ზიანი ისევ და ისევ პაციენტის ჯანმრთელობას ადგება.
ასეთ დროს ყველაზე მოსახერხებელი წინასწარ, დისტანციურად ჩაწერაა, რაც რამდენიმე ბარიერს აგარიდებს თავიდან:
- ანკეტის გასახსნელად ცოცხალ რიგში დგომა აღარ მოგიწევს
- თავიდან აიცილებ რეგისტრატურისა და სალაროს რიგებს
ამგვარად, ექიმთან ვიზიტის თანმდევ უსიამოვნო პროცედურებს და მასთან დაკავშირებულ შფოთვას მარტივად გაუმკლავდები.
როგორც მიმდინარე პანდემიამ გვიჩვენა, ზოგიერთ ექიმთან ვიზიტი ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლია გაიარო. ეს მედიკოსთან პირდაპირი ურთიერთობის თანმდევი შფოთვის დაძლევაში დაგეხმარება. დისტანციური კონსულტაცია კარგია იმითაც, რომ საკუთარი ჩივილების ჩამოყალიბება წინასწარ შეგიძლია, რაც თავიდან აგარიდებს ექიმთან განმეორებით ვიზიტის ჩანიშვნას. ამ მოცემულობაში ეტაპობრივი ადაპტირება ბევრი დარგის წარმომადგენელსა და პაციენტს მოუწევს. ამ პროცესში ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ეს მარტივად მოხსნის კონსულტაციის თანმდევ საორგანიზაციო პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვაში შეგიწყობს ხელს.
ექიმების კალიგრაფიაზე ხუმრობები მაშინ არის სასაცილო, როდესაც მისი გარჩევა შენ არ გიწევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხი, სინამდვილეში მნიშვნელოვანი პრობლემაა ჯანდაცვის სფეროსთვის. ელექტრონული დანიშნულება თავიდან გარიდებს უხერხულობას როგორც ექიმთან მისი დაზუსტებისას, ასევე ფარმაცევტთან, მედიკამენტის შეძენისას. გარდა ამისა, ელექტრონული დანიშნულება, ხელნაწერთან შედარებით, შენს სამედიცინო ისტორიაში ინახება და შეუძლებელია, დაგეკარგოს. აფთიაქის რიგში დგომაც უკვე წარსულს ჩაბარდა. მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობა ამ საზრუნავსაც აქრობს. მედიკამენტების შესაძენად აფთიაქში ჩასვლაც კი აღარ არის საჭირო - კურიერი სამკურნალო საშუალებებს პირდაპირ კარზე მოგიტანს.
თანამედროვე ადამიანების სწრაფი ცხოვრების წესი ზოგჯერ ძალიან მცირე დროს ტოვებს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ხშირად ამას კარგად ვიაზრებთ, თუმცა შეცვლის ძალა არ შეგვწევს. ЕKIMO-ს დახმარებით, ეს ამოცანა უკვე ადვილად მისაღწევი ხდება. ჭკვიანური და სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, საკუთარ თავზე ზრუნვა მარტივია. მთავარია იცოდე, რომ შენი ჯანმრთელობა შენსავე ხელშია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები