7 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და კრიზისი სომხეთში — კვირის შეჯამება
ფოტო: GETTY IMAGES
7 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 7,078,580;
- გარდაცვლილი — 404,960;
- გამოჯანმრთელებული — 3,453,052.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 809;
- გამოჯანმრთელებული — 674;
- გარდაცვლილი — 13;
- კარანტინის რეჟიმში — 2 915;
- სტაციონარში — 237;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი:
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა
7 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 400 ათასზე მეტი, ხოლო განიკურნა 3,5 მილიონამდე ადამიანი.
ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია — 2,006,964 ადამიანი. მეორე ადგილზე ბრაზილიაა 690,309 ინფიცირებულით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც ოფიციალურად კორონავირუსის 467,673 შემთხვევას ადასტურებენ.
ევროპაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთშია — 288,630. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი — 288,630. შემდეგ მოდიან ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია, ირანი და ა.შ.
რა ხდება მსოფლიოში:
კრიზისია მეზობელ სომხეთში. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ვირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.
პაშინიანის თქმით, დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და მუშაობას პრემიერმინისტრის რეზიდენციიდან გააგრძელებს.
მას განცხადებების გაკეთება მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიურად მოუწია, რადგან სომხეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იმატებს. 4 ივნისს პაშინიანმა თქვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. მისი 6 ივნისის განცხადების მიხედვით კი, რეანიმაციაში არასაკმარისი ადგილების გამო ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, მისი ინფორმაციითვე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის რიგში დგას. ამასთან, 6-დან 7 ივნისის ჩათვლით, ერთ დღე ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსი 766 ადამიანს დაუდასტურდა, 10 კი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზად არიან სომხეთს დაეხმარონ
- მადლობა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის — სომხეთის პარლამენტის დეპუტატი
კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება ბრაზილიაში. აქ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა. 5 ივნისს ბრაზილიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 473-ზე მეტი ადამიანი გარდაიცავალა, რაც კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი მონაცემია.
ინფიცირების და გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი მცირდება დიდ ბრიტანეთში. 7 ივნისს კარანტინის გამოცხადების შემდეგ ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა — 77.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მრჩევლის მსგავსად, შეზღუდვების უგულებელყოფის გამო, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი დაჯარიმდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი თანმხლებ პირებთან ერთად ქალაქ ხმელნიცკში ადგილობრივ კაფეს ეწვია და ყავა მიირთვა. ფოტოები 3 ივნისს თვითონ პრეზიდენტმა გაავრცელა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებით, 5 ივნისამდე კაფეებსა და რესტორნებში კლიენტების მომსახურება მხოლოდ ღია სივრცეში შეიძლება.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
-
გერმანია 15 ივნისიდან ევროპის 29 ქვეყანასთან სამოგზაურო შეზღუდვას მოხსნის
-
შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი შეცდომებს აღიარებს — "ზედმეტად ბევრი მოკვდა"
- ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ იმუქრება, რომ ბრაზილია WHO-ს დატოვებს
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე
იბუპროფენს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ცდიან
ლონდონის კინგსის კოლეჯის მკვლევართა გუნდის მიხედვით, იბუპროფენი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალება და ტკივილგამაყუჩებელია, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სუნთქვის პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მედიკამენტის გამოსაცდელად კი კვლევები მიმდინარეობს.
კვლევაში მონაწილე პაციენტები მკურნალობის ჩვეულ მეთოდებთან ერთად დამატებით იბუპროფენსაც მიიღებენ. თუმცა, კვლევაში გამოყენებული იბუპროფენი ჩვეულებრივი ტაბლეტებისგან განსხვავებით განსაკუთრებულად იქნება ფორმულირებული.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მან, შესაძლოა, კორონავირუსის ერთ-ერთი რთული ფორმა — მწვავე რესპირატორული დისტრესი განკურნოს.
რა ხდება საქართველოში:
გამოჯანრთელებულთა რაოდენობა ახალ შემთხვევებს ამ კვირაშიც აღემატებოდა, თუმცა 3 ივნისს კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, გარდაიცვალა 76 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან.
ლევან გოფოძემ თქვა, რომ პაციენტი მწვავე თანმხლები დაავადებებით მათთან ერთ თვეზე მეტია, რაც მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, შეზღუდვები მოიხსნა მოლებსა და კაფე-რესტორნებზეც. პირველი ივნისიდან: გაიხსნა ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლებიღი, ასევე, ღია სივრცის მქონე რესტორნები. პირველი ივნისიდანვე აღდგა მუნიციპალური სერვისები.
გაიგე მეტი:
- როგორ უნდა მოვიქცეთ მოლებში და სავაჭრო ცენტრებში — ახალი წესები
- როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და რა წესები უნდა დაიცვათ
- როგორ უნდა იმუშაონ ღია და დახურული ტიპის რესტორნებმა, კაფეებმა, ბარებმა
- რა წესები უნდა დავიცვათ ოფისში მუშაობის დროს
- რა წესები უნდა დაიცვან ბაზრობებზე მომხმარებლებმა, დასაქმებულებმა და ბიზნესოპერატორებმა
- ველოდებით მითითებებს — საქართველოს რკინიგზაში ჯერ არ იციან, როდის აღდგება მგზავრთა გადაყვანა
- 14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე, თერმოსკრინინგი, დისტანცია — რა წესები უნდა დავიცვათ სპორტში
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალ შეზღუდვებზე დაიწყო საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის, საჭიროა "უფრო რაციონალური" ჯარიმების შემოტანა და ახალი ზომების განსაზღვრა. მანვე დაამატა, რომ ამ ზომებით, შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურად უნდა მიეცეთ საშუალება დარღვევებზე რეაგირებისთვის.
თალაკვაძემ იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც, მათ შორის, სავარაუდოდ, იგულისხმება ჯარიმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნისთვის. ზუსტი ინიციატივა ჯერ უცნობია, რადგან კანონპროექტი პარლამენტში არ წარუდგენიათ.
პირველ ივნისს წინა კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობას ეკონომიკის ხელახლა გადაკეტვის სურვილი არ აქვს.
6 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის მკურნალობისთვის პრეპარატი პლაქვენილი პროტოკოლში დააბრუნეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში პლაქვენილი დააბრუნა, რადგან ჟურნალ Lancet-მა გაიწვია ის სტატია, რომელშიც COVID-19-ის პაციენტების მკურნალობის დროს პლაქვენილის სერიოზულ გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა — გახარია
- გამყრელიძე: როდესაც გარე სივრცეში ვიკრიბებით, აუცილებელია პირბადის ტარება
- გამყრელიძე: შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ
- კაფეებში, დახურულში და ღიაშიც, ჭამის დროს არა, მაგრამ საუბრის დროს პირბადე აუცილებელია — გამყრელიძე
- სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს — პაატა იმნაძე
- ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, მოქალაქეები ტრანსპორტში წესებს მკაცრად იცავენ — ტიკარაძე
- გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება — ტიკარაძე
- მთავრობის ანგარიში: საგანგებო რეჟიმის დროს გადაადგილებისთვის 15 ათასი ერთჯერადი ნებართვა გაიცა
- საკარანტინე ზონებისთვის 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა — მთავრობის ანგარიში
- იანვარიდან 22 მაისამდე კორონავირუსის 15 კლასტერი გამოვლინდა — ანგარიში
- აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადე აუცილებელი იქნება, მგზავრებმა ქვეყნის წესები უნდა დაიცვან, სადაც მიფრინავენ
- ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები