სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს სომხეთს, ეს უნდა გადაწყდეს ცენტრალიზებულად
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია სოლოღაშვილის განცხადებით, სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს და მათი კლინიკა ცალკე რაიმე სახის ქმედებას არ აპირებს. მისი თქმით, აქვთ რესურსი "შიდა საჭიროებისთვის", თუმცა მეზობელი ქვეყნის დახმარებას არ გეგმავენ, რადგან არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში.
"არავინ არ იცის, რამდენიმე დღეში, ხვალ ორი დღის შემდეგ, ორი კვირის შემდეგ, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე ყოველთვის ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, ცენტრალიზებულად რა იქნება ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ ყველა ვიმოქედებთ იმის მიხედვით. [...]
ზოგადად გვქონდა მსჯელობა. კონკრეტულად ვთვლით, რომ ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ. ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ეს არის ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება და შემდგომ ქვეყნის მიერ გადასანაწილებელი, თუ მიიღებს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას", — განაცხადა მან.
სოლოღაშვილის თქმით, ახლა ბოქსირებულ სექტორში ჰყავთ 50 პაციენტი და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ სხვა პაციენტების მიღებაც, რომ "არ მოაკლონ ადგილი და მზრუნველობა".
სომხეთში რთული ეპიდსიტუაციაა. პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 200 პაციენტი ელოდება ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ მათ ადგილები არ აქვთ. მისივე თქმით, ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციაშიც არ იყო შესაბამისი ადგილები.
სომხეთის დახმარების მოთხოვნით საქართველოში მთავრობის მიმართ მანიფესტი შეიქმნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა მზად არის სომხეთის დასახმარებლად და ამის შესახებ მეზობელი ქვეყნის პრემიერი და საგარეო უწყება ინფორმირებულია.
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები