გამოცდის დღეს ტემპერატურა გაქვთ — დაგიშვებენ თუ არა გამოცდაზე, რა პირობით და რა წესები უნდა დაიცვათ
ფოტო: CDC
გამოცდების თარიღების დადგენასთან ერთად, უწყებათაშორისმა საბჭომ განსაზღვრა წესები და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების დროს უნდა იყოს დაცული. გამოცდებზე შემსვლელ ყველა აბიტურიენტს შეგიმოწმებენ ტემპერატურას, დაფიქსირების შემთხვევაში კი სხვადასხვა წესით გადაგანაწილებენ საგამოცდო ოთახებში.
განათლების სამინისტრო და NCDC მოგიწოდებთ, რომ გამოცდებამდე 2-3 დღით ადრე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში PCR ტესტი ჩაიტაროთ, თუკი თქვენი პასუხი კოვიდუარყოფითი იქნება, ეს შედეგი გამოცდების დღეს თან იქონიოთ. ქვევით გაიგებთ, რატომ. ასევე, თუ გაქვთ ქრონიკული სიცხე, თან უნდა იქონიოთ ოჯაის ექიმის ან შესაბამისი ექიმ სპეციალისტის ცნობა (ფორმა #100).
მაგალითად, თუ გამოცდის დღეს 37°C ან მეტი ტემპერატურა გექნებათ, 15 წუთში სიცხეს ხელახლა გაგიზომავენ ვერცხლისწყლის თერმომეტრით. თუ ტემპერატურა ისევ დაგიფიქსირდებათ, გკითხავენ, გაიკეთეთ თუ არა გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი. თუ გექნებათ PCR ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ხართ, გამოცდის დასაწერად შეგიშვებენ ჩვეულებრივ დარბაზში, სხვა გამოსაცდელებთან ერთად. მაგრამ, თქვენი შემთხვევა აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება.
თუ გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი ჩატარებული არ გაქვთ, საგამოცდო ოთახში დაშვების საკითხს, ექიმი გადაწყვეტს, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. ასეთ შემთხვევაში:
- თუ სიცხის გარდა არ გექნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი, (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი) ჩვეულებრივ საგამოცდო სექტორში შეხვალთ;
- იმ შემთხვევაში თუ 37°C-დან 37,4°С-მდე ტემპერატურასთან ერთად რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი გექნებათ, მაშინ ცალკე სარეზერვო ოთახში შეგიყვანენ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან დაწერთ გამოცდას. თქვენი მაგიდა ორმეტრიანი რადიუსის დაცვით იქნება დაშორებლი ამავე ოთახში არსებულ სხვა მაგიდებთან. (უწყება გირჩევთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მომდევნო გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაიტაროთ)
- თუ 37,5°C ტემპერატურა გექნებათ (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) ცალკე სარეზერვო ოთახში შეხვალთ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან იგივე წესებით განთავსდებით, რომელზეც ზევით დავწერეთ. თქვენთვისაც რეკომენდირებულია მომდევნო გამოცდამდე ტესტის გაკეთება.
თუ ტემპერატურა 37,5°C-ზე მაღალი დაგიფიქსირდებათ და ამავდროულად, არ გექნებათ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, მოისნებით გამოცდიდან და უნდა მიმართოთ 112-ს. მაგრამ თუ ამავე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, გექნებათ 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტის კოვიდუარყოფითი პასუხი, მაშინ თქვენს მდგომარეობას ექიმი შეაფასებს და რესპურატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ საგამოცდო ოთახში გაგიშვებთ. რომელიმე რესპირატორული სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში კი სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან. ასეევე, მოგიწოდებენ, რომ მომდევნო გამოცდამდე მიმართოთ ოჯახის ექიმს.
რაც შეეხება გამოცდის თარიღებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით:
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-დან 25 ივლისამდე ჩატარდება
- საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, სამაგისტრო გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება
რა წესებით და რა პირობებში ჩატარდება გამოცდები
სპეციალური წესები იქნება დაცული საგამოცდო ოთახებშიც, სადაც თქვენ გამოცდის წერა მოგიწევთ. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. რეკომენდაციების მიხედვით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. ასევე, ყოველი სამუშაო მაგიდა აღჭურვილი იქნება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.
- ტემპერატურისა და სხვა სიმპტომების დროს, აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულად დაწერს — გამყრელიძე
- ეროვნულ გამოცდებზე ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ
გამოცდაზე ყოფნა პირბადით მოგიწევთ. პირბადეებს საგამოცდო ცენტრშიც შემოგთავაზებენ, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, თქვენიც მიიტანოთ.
განათლების სამინისტროს განცხადებით, უნდა იხელმძღვანელოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
- მაქსიმალურად დაიცვათ სოციალური დისტანცია;
- მუდმივად გეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
- მითითების შემთხვევაში, უნდა დაიმუშაოთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
- თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
თუ გამოცდის მიმდინარეობისას, ნიღაბს მოიხსნით, სოციალურ დისტანციას დაარღვევთ ან უარს იტყვით ხელები დამუშავებაზე, დამკვირვებელს უფლება აქვთ მოგცეთ შენიშვნა, განმეორების შემთხვევაში კი მოგხსნათ გამოცდიდან.
ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მიტანა გამოცდაზე არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.
უწყების განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები