ნენსკრა ჰიდრომ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ - სს ნენსკრა ჰიდრომ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი - www.chubekhevi.ge შექმნა.
ორენოვანი ვებ-გვერდი ნენსკრა ჰიდროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების — ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
ვებ-გვერდის დასახელება - ჩუბეხევი ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციული ერთეულები მდებარეობს.
ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებულია ინფორმაცია ჭუბერსა (ნენსკრას ხეობა) და ნაკრაში არსებული 16 საოჯახო სასტუმროს შესახებ. ამ საიტის მეშვეობით ჩუბეხევში დასვენების მსურველებს შეუძლიათ, ვებ-გვერდზევე შეარჩიონ და დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო. გარდა ამისა, ვებ-გვერდის მეშვეობით დამსვენებლები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნიკალური ადგილების შესახებ, რომლებიც ხეობებში სტუმრობისას უნდა მოინახულონ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ადგილობრივი სერტიფიცირებული გიდების საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ნაწილში კი გამოქვეყნებულია საინტერესო სტატიები ჩუბეხევის ისტორიისა და ლეგენდების, გამორჩეული ჩუბეხეველების, იქაური ტურისტული ადგილებისა და სვანური სამზარეულოს შესახებ.
საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით "სტუმრად ჩუბეხევში" ნენსკრა ჰიდრომ 2019 წლის ივლისიდან, ტურიზმის მხარდამჭერი პროექტის "გაატარე ზაფხული საქართველოში" ფარგლებში დაიწყო. მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: მომზადდა და გავრცელდა არაერთი სიუჟეტი, ვიდეოკლიპი, ფოტომასალა და სტატია ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა FACEBOOK-გვერდი, რომელიც დამსვენებლებს ჩუბეხევში მეგობრული ენითა და შთამბეჭდავი სურათებით ეპატიჟება.
"წელს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დააზარალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვებ-გვერდის საშუალებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ საინფორმაციო კამპანია, გავაცნოთ საზოგადოებას სვანეთის ეს ულამაზესი მხარე და შიდა ტურიზმის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აღნიშნული კამპანიის გარდა, ნენსკრა ჰიდრომ ჭუბერსა და ნაკრაში არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა, მათ შორის - ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად: ინგლისური ენისა და კომპიუტერის, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსების, ასევე მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესების მიმართულებით", — განაცხადა სს ნენსკრა ჰიდროს ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.
სს ნენსკრა ჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები