ამჯერად არ მიკვირს, ხელისუფლებას ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მოიფიქროს რა თქვას — გაბუნია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მის სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მინიმუმ განცხადება უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ადამიანებს სიტყვის გამო ქილერებს არ უგზავნიდნენ.
"საფრთხე რეალურია, საფრთხე რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდები კიდევ ერთხელ რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია. ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ მოიფიქრონ რა თქვან, მაგრამ როგორც მინიმუმ, პირველი ეს ნაბიჯი ვნახოთ როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა. შემდეგ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ იმისათვის, რომ ასეთი რამე საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი, ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს და მაშინ იმ ადამიანებს რა უნდა უქნან, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი", — განაცხადა გაბუნიამ მთავარ არხთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები