როგორ შეძლო ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პანდემიის პირობებში მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელება
ფოტო: GWP
პანდემიამ ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალა. ოფისებმა სახლებში გადაინაცვლეს, სამსახურების ნაწილმა სრულიად შეწყვიტა ფუნქციონირება, შეჩერდა სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობაც. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული მნიშვნელობის კომპანიები, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებისა და საყოფაცხოვრებო საქმის შეუფერხებლად წარმართვისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პანდემიის პირობებში ასეთ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა გაუჩნდათ — იმუშაონ იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დავრჩეთ.
სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებს შორისაა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რომელიც თბილისის მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგებითა და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
კომპანია 500 000-ზე მეტ აბონენტს უწევს მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში. ჯივიპის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე გვიყვება, რომ პროცესში ყოველდღიურად 3000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. პანდემიამ ჯივიპი, ისევე, როგორც სხვა კომპანიები, სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დააყენა. მოსახლეობის სასმელი წყლით სტაბილური უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო პროცესების შეუფერხებლად გასაგრძელებლად, კომპანიაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
ფოტო: GWP
"დაავადების გავრცელების პირველივე დღეებიდან, უსაფრთხოების მიზნით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც შეძლებდნენ სახლიდან მუშაობას, მათ შორის ცხელი ხაზის, სერვის ცენტრების და მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სრულად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღება შესაძლებელი გახდა დისტანციურად, სერვის ცენტრში მისვლის გარეშე, მათთვის სასურველი განაცხადის ელეტრონულ მეილზე - online@gwp.ge-ზე გაგზავნით", –– ამბობს ზურაბ ალფაიძე.
ფოტო: GWP
კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ, უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ტექნიკური, თუ სხვა საკითხების მოსაგვარებლად.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საინვესტიციო გეგმა, ყოველწლიურად დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სხვადასხვა ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოიცავს.
"შექმნილი ვითარების და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, 30-ზე მეტ სარეაბილიტაციო პროექტზე ვიმუშავეთ და თითოეული გეგმის მიხედვით დავასრულეთ. შეიცვალა 16 კმ სიგრძის წყალმომარგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.
10 მაისს დავასრულეთ ჩვენი მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები დამონტაჟდა. ეს პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მასში ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა", — აღნიშნავს ზურაბ ალფაიძე.
სარეაბილიტაციო პროექტები დასრულდა თბილისის სხვა რაიონებშიც. სრულად განახლდა ჯანჯღავას მეორე ჩიხის, რადიანის, ლეჟავას, ჭილაიას, ნოე ხომერიკის ქუჩების წყალმომარაგების სისტემები. უახლოეს მომავალში კი ჯივიპი კარტოზიას, ლეჩხუმის, ორთაჭალის, ჭოველიძის და ნავთლუღის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.
პანდემიის მიუხედავად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, უწყვეტად უზრუნველყოფს დედაქალაქის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყლით და ცდილობს მომხმარებლების გადაუდებელი საჭიროებები სწრაფად, დისტანციურ რეჟიმში მოაგვაროს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები