გიორგი გახარია

18 Jun. 2020, 13:45

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება — ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის პირადად, ჩემთვის პირადად. აი, ასე, ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი.

რა არის ჩემთვის მთავარი? ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვლეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ. სწორედ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ, როცა აქცია სპეცრაზმმა დაშალა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…