ელისაშვილმა სასამართლოს თემა საერთოდ არ იცის, კლანის წევრებზე ჩემგან გაიგო — ჯანეზაშვილი
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ალეკო ელისაშვილს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ჯანეზაშვილი და გვრიტიშვილი ანა დოლიძეს ერთნაირად უტევენ.
საქმე იმაშია, რომ ჯანეზაშვილმა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ რადგან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, პოლიტიკური საქმიანობით კანონს არღვევს. ალეკო ელისაშვილი კი ანა დოლიძეს მას შემდეგ გამოესარჩლა, რაც მასთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
ნაზი ჯანეზაშვილი ელისაშვილის განცხადებას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ელისაშვილმა საერთოდ არ იცის სასამართლოს თემა და პრობლემების შესახებაც პირადად მისგან გაიგო.
"ძალიან მიკვირს, რომ ალეკო ელისაშვილი, რომელმაც არ იცის საერთოდ სასამართლოს თემა, პირადად ჩემგან გაიგო სასამართლოს პრობლემები, მე მახსენებს, რომ თითქოს გვრიტიშვილთან უნისონში ვსაუბრობ. ეს არის სრულიად ამაზრზენი ჩემთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად არაინფორმირებულია ჯერ იმის შესახებ, რა გავაკეთე მე აქ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვინ იყვნენ საერთოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის წევრები და მოსამართლეები, რომლებმაც სასამართლოს სერიოზული ზიანი მიაყენეს ამ ქვეყანაში, მან ეს პირადად ჩემი მეშვეობით გაიგო", — თქვა ჯანეზაშვილმა.
მან ასევე სიცრუე უწოდა ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის ოფისში დადიოდა. ჯანეზაშვილის თქმით, ელისაშვილის ოფისში მხოლოდ ერთხელ, სხვებთან ერთად, საჯარო შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიტიკოსია და მისი ამგვარი განცხადებები საბჭოს წევრის დამოუკიდებლობაში ჩარევადაც შეიძლება აღიქვას.
"პოლიტიკოსს მხრიდან, როდესაც მე სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, როგორც არამოსამართლე წევრი, ჩემი განცხადებების, ჩემი საქმიანობის შეფასება მიმაჩნია, რომ ჩემს დამოუკიდებლობაში ჩარევადაც კი შემიძლია აღვიქვა", — თქვა ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს უკანონოა. მისი აზრით, ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.
გარდა ამისა, არასამთვარობო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები