პროტესტი პანდემიის დროს: რა უნდა გავითვალისწინოთ
ფოტო: Getty
"ჩვენ ჯერაც პანდემიაში ვცხოვრობთ" — განაცხადა დენვერში მცხოვრებმა აქტივისტმა ტეი ანდერსონმა ტვიტერზე და ყველას, ვინც პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მონაწილეობდა, ტესტირებისკენ მოუწოდა.
ერთ ადგილზე შეკრებილი უამრავი ადამიანი პანდემიის დროს დაავადების გავრცელების რისკს ნამდვილად ქმნის. განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ჩუმი გამავრცელებლები, რომლებმაც შეიძლება ვირუსი შეუმჩნევლად გადასდონ დემონსტრანტებს. შესაბამისი ზომების დაცვის გარეშე ისინი დაავადებას სახლში, ოჯახის წევრებთან მიიტანენ.
როგორ შეიძლება აქციის მონაწილეებმა და მათმა გარშემომყოფებმა უსაფრთხოების წესები დაიცვან?
ამ სტატიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებს ვუპასუხებთ.
1. თუ სიმპტომები არ მაქვს, მაინც უნდა ვიდარდო ოჯახის და მეგობრების ინფიცირებაზე?
კორონავირუსის ასე ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ შეიძლება თავს არაჩვეულებრივად გრძნობდე და მაინც გადამდები იყო.
კორონავირუსის მქონე ადამიანს სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 6 დღით ადრე და გამოვლენიდან 9 დღის განმავლობაში შეუძლია დაავადების გავრცელება. ეს კი არც ისე პატარა ფანჯარაა.
ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი სიმპტომების გამოვლენამდე 2-3 დღით ადრეა. ჯერჯერობით ამ თემაზე მეცნიერებს ბევრი ინფორმაცია არ აქვთ. მათ ისიც კი არ იციან, ვირუსის რა დოზა შეიძლება ჩაითვალოს ინფიცირებად.
2. აქციები ღია ცის ქვეშ იმართება. ეს რისკს არ ამცირებს?
ზოგადად, გარეთ ყოფნა შენობაში ყოფნას სჯობს: ჰაერის დიდი ნაკადი ვირუსის კონცენტრირებას ხელს უშლის, გაშლილი სივრცე კი ბუნებრივად მოგვიწოდებს სოციალური დისტანციისკენ, თუმცა დიდი აქცია ცოტა განსხვავებული შემთხვევაა.
ხალხის მოზრდილი რაოდენობა მცირე ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში იკრიბება: არის შეძახილები და მოწოდებები. ამ დროს კი ნაწილაკები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მშვიდი საუბრისას.
ყოველი სიტუაცია სპეციფიკურია. ერთი და იმავე ზომის ჯგუფში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა რაოდენობის დაავადებული შეიძლება იყოს. შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული ტერიტორია ვირუსისგან თითქმის თავისუფალი იყოს, თუმცა თუ აქციაზე სხვადასხვა ლოკაციიდან იკრიბებიან ადამიანები, შესაბამისი ზომების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პირბადისა და სათვალის კომბინაცია ვირუსის საფრთხისგან ყველაზე უკეთ დაგიცავთ.
3. რამდენად დიდია "სუპერგამავრცელებლების" რისკი აქციაზე?
COVID-19-ით დაავადებული ადამიანი საშუალოდ 2-დან 6-მდე დაუცველ ადამიანს აავადებს, თუმცა არსებობენ ე.წ. სუპერგამავრცელებლები, რომლებიც ათეულობით ადამიანის ინფიცირების მიზეზი ხდებიან.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, ეს ეფექტი კონკრეტული ადამიანის თავისებურებაზეა დამოკიდებული თუ "ცუდ დროს, ცუდ ადგილას" აღმოჩენაზე. ერთ-ერთი ვერსიით, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს სუპერგამავრცელებელი (მაგალითად, როცა ვირუსის ყველაზე დიდი დოზა აქვს სხეულში და ამას ხველებაც თან ერთვის).
მანჰეტენზე პროტესტის დროს მოედანი გადატვირთული იყო, თუმცა აქციის მონაწილეებს ნიღბები და სათვალეები ეკეთათ.
ფოტო: Ira L. Black/Corbis via Getty Images
რისკი, რომ ერთმა ადამიანმა ვირუსისთვის "სწორ" გარემობებში უამრავი ადამიანი დააავადოს, ყოველთვის არსებობს.
4. ზრდის თუ არა ყვირილი ვირუსის გავრცელების საფრთხეს?
ჩვენ ვიცით, რომ ლაპარაკითაც შესაძლებელია ახლოს მყოფი ადამიანისათვის კორონავირუსის გადადება, ხმის დაძაბვა კი კიდევ უფრო ააქტიურებს სასუნთქ სისტემას.
გარდა ამისა, როცა ადამიანები ემოციებს ხმამაღლა გამოხატავენ, შესაძლოა, გაუცნობიერებლად იფურთხებოდნენ. ეს კი ინფიცირების რისკს ზრდის. თუ აქციის მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და პირბადეს არ მოიხსნიან, ეს რისკი საკმაოდ მცირდება.
5. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და გარშემომყოფები დავიცვათ?
ატარეთ პირბადე და დაიცავით თვალები სათვალით. შეინარჩუნეთ დისტანცია სხვა ადამიანებთან. სასურველია დგომა ხალხისგან განაპირას, ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ. როცა აქციაზე მიხვალთ, მოერიდეთ ნაცნობებისთვის ხელის ჩამორთმევას, გადაკოცვნას, ჩახუტებას. თან იქონიეთ სანიტაიზერი.
აქციის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ატარეთ პირბადე. ხანდახან ადამიანები მაშინ იხსნიან ნიღაბს, როცა შეძახილისთვის აყოლა სურთ. ეს კი ზუსტად ის მომენტია, როცა პირბადე ყველას უნდა ეკეთოს.
6. რა უნდა მოვიმოქმედოთ აქციიდან სახლში დაბრუნების შემდეგ?
გახსოვდეს, თავს სრულიად კარგადაც რომ გრძნობდე, მაინც შეიძლება ვირუსს ავრცელებდე. სახლში დაბრუნებისთანავე მიიღე შხაპი, ტანსაცმელი კი სარეცხ მანქანაში გარეცხე.
სხვების დასაცავად საუკეთესო გზა აქციის შემდეგ თვითიზოლაციაა, თუმცა თუ ეს შეუძლებელია, ყველაზე გონივრული ზომა ამავე პერიოდით პირბადის ტარება იქნება. გაუფრთხილდი ადამიანებს, რომელთაც გართულებების მეტი რისკი აქვთ (თავი შეიკავე ორი კვირის განმავლობაში ასაკოვანი თუ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების მონახულებისაგან).
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიუხედავად სხვებთან ერთად ცხოვრებისა, მაინც შეიძლება მათი ინფიცირების რისკის შემცირება. სახლში ხშირი დეზინფექცია დაავადების გადადების რისკს ამცირებს.
"მაშინაც კი, თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ ბევრ ადამიანთან ერთად, ჰიგიენის პროცედურების დაცვის შედეგად ვირუსის პრევენცია მაინც შესაძლებელია", — ამბობს კვლევის ავტორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები