დენის ვილნევი აგვისტოში Dune-ის დამატებით სცენებს გადაიღებს
ფოტო: Warner Bros.
Dune წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია, რომლის ხილვასაც მაყურებლები განსაკუთრებულად ელოდებიან, თუმცა პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე ფილმის რეჟისორი, დენის ვილნევი გადასაღებ მოედანზე დაბრუნებასა და დამატებითი კადრების გადაღებას გეგმავს.
გადამღები ჯგუფი აგვისტოში აპირებს, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაბრუნდეს, სადაც 2019 წელს მიმდინარეობდა გადაღებები. ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის ერთ-ერთმა მსახიობმა, ოსკარ აიზეკმა დაადასტურა:
"დამატებითი გადაღებების საჭიროების გამო, როგორც მითხრეს, აგვისტოში ბუდაპეშტში ვბრუნდებით. მანამდე უკვე გადაღებული კადრების მონტაჟის ნაწილი ვნახე და შთამბეჭდავი იყო. დენის ვილნევი ნამდვილი ხელოვანია და მიხარია, რომ მასთან კვლავ ვითანამშრომლებ. სიგიჟეა, რომ ფილმის გამოსავლამდე რამდენიმე თვით ადრე დამატებითი გადაღებები გვაქვს, მაგრამ მსგავსი რამ Star Wars-ის შემთხვევაშიც მომხდარა", — განაცხადა აიზეკმა.
მიუხედავად იმისა, რომ დიუნის პრემიერა 18 დეკემბერსაა დაგეგმილი, როგორც უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ეს დაუგეგმავი გადაღებები ფილმის გამოსვლის თარიღის ცვლილებას არ გამოიწვევს.
ფოტო: Warner Bros.
რამდენიმე კვირის წინ გადაღების პროცესზე ფილმის ოპერატორმა, გრეიგ ფრეიზერმა ისაუბრა:
"ამ პროექტზე მუშაობა ვიზუალურ თავგადასავალს ჰგავდა. მთელი ეს პროცესი გასაოცარი გამოცდილება იყო. იმ ადამიანების გამო, რომლებიც ამ ფილმის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობა, უბრალოდ გაოცებული ვიყავი: ზოგიერთი მსახიობი იმასთან ერთად, რომ წარმოუდგენლად ნიჭიერია, ამავდროულად ძალიან სასიამოვნო ადამიანიცაა".
დენის ვილნევი დიუნს ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების მქონე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის მიხედვით იღებს და მასში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ტიმოთი შალამე, ზენდეია, ხავიერ ბარდემი, ჯეისონ მომოა და ოსკარ აიზეკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები