20-21 ივნისის მოვლენები გამოუძიებელია — საია-ს მორიგი მოწოდება პროკურატურასა და პარლამენტს
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენები დღემდე გამოუძიებელია, ამიტომ პროკურატურასა და პარლამენტს მიმართავს, შესაბამისი ზომები განახორციელონ. საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ გაუკეთებია სისტემური ანალიზი და ამ დროისთვის არცერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირი და ჟურნალისტი იყო. ამასთან, მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, აქედან 121 კი დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
საიას განცხადებით, დაშავებულ პირთა უმრავლესობას პროკურატურა ამ დრომდე დაუსაბუთებლად არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 27 დაზარალებულიდან (აქედან 11 ჟურნალისტია) ამ დროისთვის სტატუსი მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული. აღნიშნულ 3 პირს, სათანადო სტატუსის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა უსაფუძვლოდ ეუბნება უარს საქმის მასალების სრულად გაცნობაზე.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი შესწავლილი ფაქტები ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაძაბული ვითარების კონტროლი, დეესკალაციის მისაღწევად არ მიმართა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსს. მათი შეფასებით, ამის საპირისპიროდ, უწყებამ ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
"ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით. 20-21 ივნისს არაერთი პირი, როგორც დაკავების პროცესში, ისე შემდგომ, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.
პოლიციამ გადამეტებული და არასაჭირო ძალა გამოიყენა მაშინაც, როდესაც დაკავებულები მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ. სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს მიზანმიმართულად ისროდნენ მედიის წარმომადგენლების მისამართითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ეკეთათ. შედეგად, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის მასშტაბურობითაც", — აცხადებენ ორგანიზაციში.
საიას განმარტებით, ამიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება მალევე დაიწყო, ამ დრომდე არ მომხდარა მოვლენების სისტემური ანალიზი და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სრული სურათის აღსადგენად. მათივე თქმით, არ არის სათანადოდ შესწავლილი რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და აღნიშნულთან მიმართებით ხელმძღვანელ პირთა უმოქმედობით გამოწვეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
"გარდა ამისა, პროკურატურასთან საიას კომუნიკაცია და ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საქმის მასალები ადასტურებს, რომ პროკურატურა ორიენტირებულია რიგითი სამართალდამცავების დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირებასა და არა იმ ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის გამოკვეთაზე, რომლებსაც ოპერაციის კონტროლი, მართვა და შესაბამისი ბრძანებების გაცემა ევალებოდათ", — წერია განცხადებაში.
მათი განცხადებით, პროკურატურა დაზარალებულებს არ აძლევს შესაძლებლობას, სათანადოდ ჩაერთონ სამართალწარმოების პროცესში, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებულ პირთა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი — საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტი
საიაში აცხადებენ, რომ 20-21 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეთა მასობრივი დაკავების პრაქტიკამ და დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტს წარმოადგენს, ვინაიდან სამართალდარღვევის საქმეებზე არ არის უზრუნველყოფილი მიუკერძოებელი და სამართლიანი განხილვის პროცესი.
"სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში ამ კოდექსის საფუძველზე საქმის წარმოება, ადმინისტრაციული წესით დაკავების მომენტიდან ბოლო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ჩათვლით, დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს წარმოშობს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას
- დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან, ასევე, აქციის დროს დაშავებულ პირთა, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით;
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განახორციელოს ყველა ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სისტემური ანალიზისთვის;
- გამოძიების ფარგლებში სათანადოდ შეისწავლოს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელ პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები;
- გამოძიების ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცავების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზე;
- სათანადოდ შეისწავლოს დაკავების დროს და შემდგომ პოლიციელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სამართალდამცავთა ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების დაკისრების მიზნით;
- აქციის დაშავებულ მონაწილეებს, ასევე, უბრალო გამვლელებს, რომლებიც აქციის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, აგრეთვე, მედიის წარმომადგენლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართვა გამოძიების პროცესში;
- საიას დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირს, რომლებსაც გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გაცნობის უფლება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად, გამოძიება გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს, ასევე – 154-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა დასჯად ქმედებას წარმოადგენს;
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
- განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნებით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;
- გააუქმოს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გაავრცელოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული საპროცესო უფლებები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები