დათო ტურაშვილი ახალი წიგნით მკითხველს ღვინის სამშობლოში ამოგზაურებს
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
19 ივნისს სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით დათო ტურაშვილის წიგნის საქართველო — ღვინის სამშობლო პრეზენტაცია ღვინის ქარხანა #1-ში გაიმართა. წიგნში თავმოყრილია ფაქტები ქართული ღვინის უნიკალურობის და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, რაც მკითხველს სრულ წარმოდგენას უქმნის, თუ როგორ იქცა ღვინო ქართველების განუყოფელ ნაწილად. პრეზენტაციაზე ავტორმა სწორედ ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და მის ისტორიაზე ისაუბრა.
"არ შემხვედრია მსოფლიოში ადამიანი, ვისაც ნამდვილი ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო არ მოსწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ, ამიტომ გამიჩნდა იდეა, დამეწერა ეს წიგნი", — ამბობს დათო.
ის აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა, მსგავსი მეთოდები კი ბევრმა ქვეყანამ დაკარგა. "ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ძალიან არქაული მეთოდიკა, თუმცა საუკუნეების შემდეგ, ახლახან აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ძველი, სინამდვილეში ყველაზე ახალი და თან სასარგებლოა", — ამბობს დათო.
ტურაშვილის აზრით, არცერთი სხვა ქვეყნის ცხოვრებაში, ისტორიაში, კულტურაში, ლიტერატურასა თუ რელიგიაში ღვინოს ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია, როგორიც საქართველოში. "ჩვენ 8000 წლის წინ მივიღეთ პირველი მოსავალი, ველური ვაზი ვაქციეთ კულტურულად და მეცნიერულად დასტურდება, რომ მსოფლიოში პირველი მეღვინეები ვართ. ჩვენი ყველა ისტორიული არჩევანი პირდაპირ კავშირშია ღვინოსთან", — აღნიშნა მან.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ავტორმა საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული ღვინის მასობრივ ფალსიფიკაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეოცე საუკუნე ქართული ღვინისთვის გამანადგურებელი პერიოდი იყო. "საბედნიეროდ, 2006 წელს, როცა რუსეთმა გადაწყვიტა თავისუფლებისთვის დავესაჯეთ ქართველები და ღვინის იმპორტი აკრძალეს, ქართველმა მეღვინეებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს — მოეძებნათ ალტერნატიული ბაზარი და ნამდვილი ღვინის დაბრუნება დაიწყეს", — ამბობს დათო.
ის On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წერის პროცესი საინტერესო იყო და ამისთვის მთელი საქართველო მოიარა. "წყაროები და მასალები, რომლებსაც ვეძებდი, ისედაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო იყო ის, რომ ერთი წლის განმავლობაში მთელ საქართველოში ვმოგზაურობდი, ინფორმაციას ვეცნობოდი და ღვინოებს ვსინჯავდი. საქართველოში მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს პროცესი მაინც განსაკუთრებული იყო, რადგან კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, თუ რამდენად მდიდარი ქვეყანა ვართ", — ამბობს ის.
წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და უხვადაა ილუსტრირებული ვაზის, უძველესი არტეფაქტების, ჩუქურთმების, ტრადიციული ჭურჭლისა თუ სხვა თემატური ფოტოებით, რომელიც მკითხველს ღვინის სამშობლოში ამოგზაურებს.
სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი გვიყვება, რომ გამომცემლობას ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ უკვე რამდენიმე წიგნი აქვს გამოშვებული. "ქართული ღვინის შესახებ კიდევ ერთი წიგნი გვაქვს გამოცემული ინგლისურ ენაზე, თუმცა დათო ტურაშვილის წიგნი გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ის ორენოვანია. ამ წიგნის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით — ქვევრის ღვინოს. რაც მთავარია, მასში ფაქტობრივად ასახულია ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია და ფაქტები, თუ რატომაა ის განსაკუთრებული და უნიკალური.
ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ქართული ღვინო ექსპორტზე გადის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველებს ნამდვილად უნიკალური ვაზის ჯიშები და ღვინო გვაქვს და ამ წიგნით გვსურს, კიდევ უფრო დავეხმაროთ ღვინის პოპულარიზაციის პროცესს. ძალიან გვიხარია, რომ დათომ ამ წიგნის გამოცემა ჩვენთან გადაწყვიტა", — ამბობს თინა.
წიგნის გამოცემა სხვადასხვა ენაზე იგეგმება. გამომცემლობაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად უკრაინიდან აქვთ შემოთავაზება, თუმცა აპირებენ, რომ ის რამდენიმე სხვა ენაზეც, მათ შორის ჩინურადაც თარგმნონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები